„საქართველოს სახით რუკაზე გაჩნდა ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოში წამყვანი ბაზრების მქონე ყველა სახელმწიფოსთან ექნება" - საგანელიძე
პოლიტიკა - 09:41, 13 Sep, 2017     2248
ჩინეთში საქმიანი ვიზიტით მყოფ საქართველოს და შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციებს „საპარტნიორო ფონდის’ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. ოფიციალური დელეგაციის წევრები ჩინეთის ბიზნეს წრეებისა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებს ხვდებიან.

„საქართველოს სახით რუკაზე გაჩნდა ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოში წამყვანი ბაზრების მქონე ყველა სახელმწიფოსთან ექნება, რაც ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია“- ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ძიანგსის პროვინციის გუბერნატორთან შეხვედრისას გააკეთა.

ქართულ დელეგაციას საზეიმო დახვედრა ძიანგსის პროვინციის გუბერნატორმა ლიუ ციმ მოუწყო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი ტექსტილის, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი წიაღისეულის გადამუშავების სფეროებში გამოთქვეს. საუბარი შეეხო საქართველო - ძიანგსის პროვინციას შორის პირდაპირი რეისების დანიშვნისა და საქართველოს, როგორც კონკურენტუნარიანი სარკინიგზო კორიდორის გამოყენების საკითხებს. „საქართველო ინვესტიციების დაბანდებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, ჩვენ გამოვთქვამთ დიდ ინტერესს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივის მიზნით“, განაცხადა ლიუ ციმ.

„ჩინეთი უკვე სამი წელია ჩვენი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია. მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაზრების მქონე ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გამო საქართველოში როგორც ევროპული, ასევე აზიური კომპანიები შემოდიან და საკუთარი წარმოების გადმოტანას სწორედ ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ. საქართველო- ჩინეთის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ამ მხრივ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა“- განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ძიანგსის გუბერნატორი და ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ამა წლის 28-29 ნოემბერს თბილისში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე მოიწვია. თავის მხრივ ძიანგსის გუბერნატორმა სქართველოს იმერეთის რეგიონისა და ძიანგსის პროვინციის დამეგობრების შესახებ ინიციატივა გამოთქვა.

ქართული დელეგაცია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები, ასევე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე შედიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42