,,ბათუმში, პუტინის მარჯვენა ხელი ოთარ არშბა ჩავიდა, მასთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა“
პოლიტიკა - 20:34, 12 Sep, 2017     9876
,,ქრონიკა+“-ის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, ბათუმში ,,ედინაია როსიას“ თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არშბა იმყოფებოდა და მას ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

,,პუტინის მარჯვენა ხელი და ფრაქცია"ედინნაია რასსიას"თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არშბა ბათუმში ჩავიდა და მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

ოკუპაციის კანონი გააუქმეთ და არ გვიმხელთ ?!“ -წერს ელისო კილაძე.

“მე მინდა ავღნიშნო ამ ოჯახის პატრიოტიზმი, ვინაიდან ისინი არიან პიონერები , რომლებმაც ბათუმში დაიწყეს ინვესტიციების ჩადობა”_ ეს განცხადება ექსპრემიერმა ღარიბაშვილმა 2015 წელს ბათუმში სასტუმრო კოლიზეუმის გახსნისას გააკეთა.

ინვესტორი და პატრიოტი, რომელზეც საქართველოს პრემიერ მინისტრი საუბრობდა, 2008 წელს რუსეთის დუმაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა, არშბა ასევე მიიჩნევს რომ საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპაცია არის სამართლიანი.

სოხუმში დაბადებულმა და ბათუმში გაზრდილმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა ოთარ არშბამ, რამდენიმე წლის წინ, ქართველი მილიარდერების ათეულში, 2,5 მილიარდიანი ქონებით, მეცხრე პოზიცია დაიკავა. რუსული ”ფორბსის” თანახმად კი მისი ქონება წელს 360 მილიონ რუბლს აღემატება.

ოთარ, იგივე თენგიზ არშბა მოსკოვში ცხოვრობს. ის რუსეთის დუმის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია.

როგორც მის დეკლარაციაშია აღნიშნული, ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს საქართველოსა და რუსეთში, აქვს ოთხი ფეშენებელური სახლი მოსკოვში, ორი კერძო სახლი კი საქართველოში, ჰყავს პირადი დაცვა, რამდენიმე ძვირადღირებული ავტომანქანა, არის დაახლოებით 10-მდე მსხვილი კომპანიისა და რამდენიმე მედიასაშუალების აქციების მფლობელი, მათ შორის ტელეკომპანია ”ტვ მოსტის” 50%-ის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42