№17 თელავის და №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევის გამო რაიონულმა სასამართლომ ორი პირი დააჯარიმა
პოლიტიკა - 19:36, 12 Sep, 2017     1066
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის გამო თელავის რაიონულმა სასამართლომ ნიკოლოზ ვარდოშვილი სამართალდამრღვევად ცნო. ის 500 ლარით დაჯარიმდა.

ცესკოს ინფორმაციით, №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ მის კაბინეტში ნიკოლოზ ვარდოშვილის უნებართვო შეჭრასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 2017 წლის 8 სექტემბერს შეადგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაუგზავნა.

ნიკოლოზ ვარდოშვილი რამდენიმე უცნობ მოქალაქესთან ერთად 2017 წლის 7 სექტემბერს №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში, თათბირის მსვლელობისას, უნებართვოდ შეიჭრა. აღნიშნული მოქმედებით მან განახორციელა კომისიის საქმიანობაში ჩარევა, რის გამოც გაძევებულ იქნა კომისიის შენობიდან.

2017 წლის 1 სექტემბერს, №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძემ კომისიის შენობის ფოიეში ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის ძალისმიერი გზით შეჭრასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაუგზავნა.

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი სამტრედიის ოლქში ფრიდონ შენგელია 2017 წლის 1 სექტემბერს, №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის ფოიეში, ძალისმიერი გზით შეიჭრა (ჩაკეტილი კარის თვითნებურად გაღებით), რითაც განახორციელა კომისიის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და გამოიწვია მხარდამჭერთა სიების შემოწმების პროცესის შეფერხება.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი სამტრედიის ოლქში ფრიდონ შენგელია სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42