"რუსულ პროპაგანდას საქართველო იდენტობის გაძლიერებითა და განვითარებით უნდა დაუპირისპირდეს" - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 17:13, 12 Sep, 2017     868
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და დემოკრატიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალს მიეძღვნა.

გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მოდერატორის - მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის კურტ ვოკერის შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ევროპულ ღირებულებებზე, რუსეთის პროპაგანდაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა და დღეს მის წინაშე დგას გამოწვევაა დაამკვიდროს ევროპული ფასეულობები და გახდეს დასავლური სამყაროს ნაწილი, ევროპული ოჯახის წევრი და მოახდინოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია.

"ჩვენი ისტორია და იდენტობა ჩვენი დღევანდელი არსობის ნაწილია. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ტრადიციებით, წარსულით და მას მრავალმხრივ ვაფასებთ. ჩვენი კულტურა ეფუძნებოდა ღირებულებებს - ინდივიდუალიზმს, თავისუფლებას, ინდივიდის უფლებას გამოხატოს საკუთარი თავი საზოგადოებაში.

ჩვენ ვართ ერი, რომელიც საკმაოდ აქტიურად იცავდა საკუთარ თავს და ცდილობდა შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტობა და განევითარებინა ის იმ ისტორიულ პროცესში, რომელიც ძირითადად მიზანმიმართული იყო ამ ერის უნიკალურობის განადგურებისაკენ…

თუ არ მოხდება სახელმწიფოს ცნების განსაზღვრება, ვერ ვისწავლით განსხვავებების მიღებას, არ ვიქნებით ტოლერანტულები სხვა ადამიანების მიმართ, ვერ ჩამოვყალიბდებით ასეთ ქვეყნად. ტოლერანტობა ჩვენი კულტურის ნაწილია. საქართველოში არის ის კულტურა, სადაც პატივს სცემენ ტოლერანტობას.

ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ სხვა ადამიანებიც ამ კულტურის ნაწილი არიან, რელიგიური, ეთნიკური, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. თუ ამას ვერ მივიღებთ, ვერ დავინახავთ განსხვავებებს, ეს იქნება ჩვენი ერის კოლაფსი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, დღეს რუსული პროპაგანდა ქართულ პოლიტიკურ - სოციალურ გარემოს თავს ახვევს განსხვავებულის მიუღებლობის დამკვიდრებას, რასაც საქართველო უნდა შეეწინააღმდეგოს ძლიერი იდენტობით, რომელიც განსხვავებულის მიმღებლობას და ტოლერანტობას ეფუძნება.

საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი პოლიტიკური ძალისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მმართველი პოლიტიკური ძალის დისკუსიებში მუსირებს აზრი, რომ ჭეშმარიტება უმრავლესობაში, ანუ არჩევნებში მიღებულ ხმებშია. ყველაზე დიდი მარცხი მთავრობაში არის ის, რომ შეიქმნას სუსტი ოპოზიცია. "ჩვენი ამოცანაა არა ის, ვიყოთ ერთადერთები - არამედ, ვიყოთ საუკეთესოები!“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ჩიხშია შესული და მისი აზრით, საჭიროა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა, რათა საქართველომ აჩვენოს თავის პარტნიორებს, რომ შეუძლია ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე პარტიული დოკუმენტი.

“გვესმის, რომ კონსტიტუცია მეტია, ვიდრე ერთი პარტიის მიერ მისაღები დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. ეს არის თამაშის ყოვლისმომცველი წესი. ეს არ არის ერთი პარტიის დოკუმენტი.

უნდა ვეცადოთ, შევთავაზოთ მმართველ პარტიას ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებების მისივე პაკეტში.მმართველი ძალის ადგილზე მე გავიზიარებდი ამ მიდგომებს.

შევხედავდი, რა იქნებოდა პოლიტიკური პარტიების გაერთიანებული ხედვა, ჩემს ხედვებს უკან გადავდებდი. ეს დოკუმენტი მალე შემუშავდება და ეს არის ცვლილებები იმ პაკეტში, რაც “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა.

ჩვენ პარტიის მიღმა უნდა გავაკეთოთ ის ცვლილებები, რომელიც არის მომავლისთვის. ვხედავთ, რომ ეს პროცესი ჩიხში შევიდა. შემუშავებულია ცვლილებების ის ვერსია, რომელსაც ერთმა პარტიამ მიაღწია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ნარატივი მკაფიო და ნათელია - მიმართულია გატეხოს ქართული საზოგადოების მორალი, შეაგუოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტს და ამ ახალი რეალობით მიგვიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან - ამ ისტორიულ უსამართლობას საქართველო არასოდეს შეეგუება.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ და აქტიურ საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან საქართველო მზადაა დაიცვას ევროპული ფასეულობები და დაუპირისპირდეს რუსულ ძალას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42