რუსული პროპაგანდა, აგრესია და ამგამოწვევებზე პასუხი - თბილისში საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა
პოლიტიკა - 15:28, 12 Sep, 2017     1170
რუსული პროპაგანდა, აგრესია და ამგამოწვევებზე პასუხი - თბილისში ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს.

შეხვედრაში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობენ. ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებად ოკუპაცია და რუსული აგრესია დაასახელა.

„ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ევროპის მხარდაჭერა ბევრად მეტი იყოს. ვიტყვი დიპლომატიურად: საქართველო იმსახურებს მეტ მხარდაჭერას ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან, რადგან ვაჩვენეთ, რომ ერთგული ვართ საერთო ღირებულებების მიმართ. ვაჩვენეთ ისიც, რომ მზად ვართ დავიცვათ ეს ღირებულებები აქ, საქართველოში და სხვა ბრძოლის ველზეც, სადაც ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლის ფასად სწორედ ამ ღირებულებებს იცავენ. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. 2008 წელს, როდესაც რუსეთი შემოიჭრა და მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, საკმარისი არ იყო დასავლეთის ქმედებები. ამის შედეგია ის, რაც 6 წლის შემდეგ უკრაინაში ხდება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ადმინისტრატორის თანაშემწე კი აცხადებს, რომ ცდილობენ რუსული დეზინფორმაცია გამოააშკარაონ.

„ჩვენ ვხედავთ რუსულ პროპაგანდას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. ახლახან ვაშინგტონში შესაძლებლობა მქონდა მანქანაში რადიო "სპუტნიკისთვის" მომესმინა. საკმაოდ აგრესიულები იყვნენ ბოლო დღეებში. მას შემდეგ, რაც არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გახდა ცნობილი, ახდენდნენ მედიისა და ინფორმაციის მანიპულირებას Facebook-სა და Twitter-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ეს რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სისტემისთვის და დემოკრატიისთვის. ჩვენი მხრიდან რეაგირების მეთოდები უმჯობესდება. ტარდება სხვადასხვა ზომა მოქალაქეების ინფორმირებით, ფაქტების მიწოდებით და რუსული დეზინფორმაციის გამოაშკარავებით," - განაცხადა თომას მელიამ.

შეხვედრაში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტები რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე ღიად საუბრობენ.

„ჩვენ ყველამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ - ამერიკამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, საქართველომ. ჩვენ ყველას გვაქვს რუსეთის პრობლემა. რუსეთი ძალიან ბევრ ინსტრუმენტს იყენებს, რომ შეასუსტოს დემოკრატიული ინსტიტუტები, საკუთარი მეზობლები. ჩვენ ამ ყველაფერს დემოკრატიული გზით უნდა შევებრძოლოთ,"- განაცხადა "რუსთავი 2"-თან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დენიელ ფრიდმა.

სპეციალისტები რუსული პროპაგანდის შესუსტების აუცილებლობაზე საუბრობენ:

„საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატი, მაკრონი ღიად დაუპირისპირდა „რაშა თუდეისა" და „სპუტნიკს". მან აუკრძალა ამ მედიასაშუალებებს თავის საარჩევნო შეხვედრებზე დასწრება. ის დაუპირისპირდა პრეზიდენტ პუტინს იმ პროპაგანდისტული როლისთვის, რომელსაც „რაშა თუდეი" და „სპუტნიკი" ასრულებენ საფრანგეთის საარჩევნო კამპანიაში. ამიტომ უნდა ილაპარაკოთ, უნდა შეარცხვინოთ ისინი," - განაცხადა ჰადსონის უნივერსიტეტის სპეციალისტმა, ბენჯამინ ჰადადიმ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42