მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ 1 სექტემბერს მიმართა და ამჟამად საქართველო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება.
"ჩვენი მხრიდან ყველაფერია სამართლებრივად გაკეთებული, რათა უკრაინის პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეთ დოკუმენტაცია როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურადაც. პროცედურები დავიცავით და ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. თუ რას გადაწყვეტს უკრაინული სასამართლო, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს. თავად საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა ამოწურულია და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთადერთი, ვისთვისაც საინტერესოა სააკაშვილი, არის საქართველოს მთავარი პროკურატურა.
მასალის გამოყენების პირობები






