მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი მოაწერა
პოლიტიკა - 12:57, 12 Sep, 2017     2968
სასტურმო „ლეაპოლისში“, რომელიც ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს, დღეს უკრაინელი მესაზღვრეები და სამართალდამცავები მივიდნენ, რათა მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმის გადაეცათ.


მიხეილ სააკაშვილმა ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი მოაწერა, თუმცა განაცხადა , რომ ის პროცედურების დარღვევით იყო შემუშავებული.

„ყველაფერი ძალიან მარტივია. ეს ოქმი, საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა მოგეტონათ... ვერ იტყვით, რომ სადმე დავიმალე. მე ლვოვის მთავარ მოედანზე ვიყავი ათასობით ლვოველთან ერთად, უპრობლემოდ ჩავიბარებდი პროტოკოლს. მაგრამ მოაქვთ ახლა - ეს კანონდარღვევაა“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ამავდროულად განაცხადა, რომ პასპორტი, რომელიც მას ავტობუსში მოპარეს, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად სააკაშვილმა მისი გადაკვეთა მაინც შეძლო. " შეგინის" სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში ჩავიდა. პასპორტი კი, სააკაშვილის თქმით, ავტობუსში დახვდა და სამართალდამცავების მიერ ავტობუსის ჩხრეკისას, მათ პასპორტი მოიპარეს.

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ეროვნულმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 204-ე მუხლის შესაბამისად. ადმინისტრაციული კოდექსის 204-ე მუხლი ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42