N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა
პოლიტიკა - 12:58, 12 Sep, 2017     806
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა. დაწესებულებაში სახელოსნოებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო, რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსი ლეილა აფციაური, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი, Hilfswerk Austria International-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ნიკოლ მარია ბაუერი ესწრებოდნენ.

სახელოსნოებში მსჯავრდებულები ახალ პროფესიას დაეუფლებიან, შეისწავლიან მინანქრისა და კერამიკის დამუშავებას. დაწესებულებაში შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევები მათ საზოგადოებაში სწრაფ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

კერამიკის შემსწავლელ კურსებში N14 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებიც ჩაერთვებიან, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.

მინანქრის სახელოსნო, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაცია „Hilfswerk Austria International” და მისი ქართულ პარტნიორ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ ხელშეწყობით შეიქმნა. კერამიკის სახელოსნოს მოწყობასა და მსჯავრდებულებისთვის კერამიკის შემსწავლელი კურსების ჩატარებას არასამთავრობო ორგანიზაციები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვისა“ და სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ უზრუნველყოფს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა, პენიტენციურ დაწესებულებებში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოების გახსნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ემსახურება. N15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ახალი დასაქმების კერა გაჩნდა. პენიტენციური დაწესებულებების დატოვების შემდეგ, მსჯავრდებულებს ექნებათ კონკრეტული პროფესია, რაც, საბოლოოდ, მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელის გერჰარდ შაუმბერგერის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი მიმართულია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისაკენ და მათი საზოგადოებაში სწრაფი ინტეგრაციისაკენ.

"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წარმატებული პროექტია, რომელშიც პრობაციონერები და ყოფილი მსჯავრდებულები იყვნენ ჩართულნი და ახლა უკვე ამ გამოცდილების დანერგვა დაწესებულებებში გრძელდება. დარწმუნებული ვარ, მსჯავრდებულები, რომლებიც აქ მინანქარზე მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ, დაწესებულების დატოვების შემდეგაც ამ გამოცდილებას თავიანთი ცხოვრების პოზიტიურად განვითარებისთვის გამოყენებენ," - აღნიშნა შაუმბერგერმა.

პენიტენციურ დაწესებულებებში კერამიკისა და მინანქრის შემსწავლელი კურსის გავლას 200-მდე მსჯავრდებული შეძლებს. პროექტი ორწელიწადნახევარი გრძელდება და ის ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42