საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შეხვედრები გამართა
პოლიტიკა - 12:44, 12 Sep, 2017     783
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, კენ ვოლაკთან და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან, უილიამ სვენსთან გამართა.

შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს პარტნიორი ორგანიზაციების როლი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში.

ორივე შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.

„საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, უილიამ სვენსის შეფასებით, საქართველო, რომელსაც ძალიან რთული სამეზობლო აქვს, დემოკრატიისა და საარჩევნო პროცესის კუთხით ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში.

„ჩვენ გვერგო პატივი, მიგვეღო კიდევ ერთი ვიზიტი ჩვენი მეგობარი საქართველოდან. საქართველოს საარჩევნო კომისია და კენჭისყრის, როგორც გადაწყვეტილების მიღებისა და საზოგადოების წინსვლის გზის გამოყენების ქართული ისტორია ისაა, რითიც ჩვენ IFES ძალიან ვამაყობთ. ჩვენი მისიაა, ყველა ხმა იქნას გაგონილი და დათვლილი. საქართველო, რომელსაც ძალიან რთული სამეზობლო აქვს, დემოკრატიისა და საარჩევნო პროცესის კუთხით ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში. ეს იყო კიდევ ერთი შესანიშნავი საუბარი საქართველოში დემოკრატიისა და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესისადმი ერთგულების შესახებ“,-აღნიშნა უილიამ სვენსმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, ცალსახად ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო მთელ მსოფლიოში არის იმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ გრძელდება დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ასევე „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ წარმომადგენლებთან. ცალსახად, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი პროგრესი და მთელ მსოფლიოში არის იმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ გრძელდება დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში. გვაქვს ცალსახა მხარდაჭერა ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაციის მხრიდან.

ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ, რომ ამ ორგანიზაციებს თავინთი წვლილი შეაქვთ ჩვენს ტრანსფორმაციაში და რეფორმებში. ორივე შეხვედრაზე ცალსახად გამოითქვა მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერა და აღინიშნა, რომ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში შეუქცევადია, მიდის წინ და ეს ყველაფერი ქვეყანას წარმოაჩენს ძალიან კარგად საერთაშორისო ასპარეზზე“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, შეხვედრებზე საუბრი შედგა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და ორივე მხარისთვის აქტუალურ საკითხებზე.

„მთავარი თემები, ბუნებრივია, იყო საქართველში არსებული დემოკრატიული გარდაქმნები და პროცესები, მათ შორის, ამ კუთხით არსებული პრობლემები. საუბარი იყო, აგრეთვე წინასაარჩევნო გარემოზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია საქართველოს შიგნით და რომლითაც დაინტერესებული არიან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები“,-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, კენ ვოლაკთან და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან, უილიამ სვენსთან ქართული მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42