საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GEOIGF 2017 მასპინძლობს
პოლიტიკა - 12:38, 12 Sep, 2017     947
თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ინტერნეტმმართველობის რიგით მესამე ფორუმი - IGF 2017 ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მიმართა.

„ინტერნეტის გარეშე პრაქტიკულად ჩვენი ყოფა შეუძლებელია და ამას თან მთელი რიგი საკითხები ახლავს, რომელიც საჭიროებს ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას, ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავებას და განვითარებას. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობა. არის უამრავი საკითხი, რომელიც დღევანდელ ფორუმზე განიხილება და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული ქართული კომპანიებისთვის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სახელმწიფო უწყებებისთვის და ასევე უცხოელი სტუმრებისთვის“- განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

წლევანდელ წელს ფორუმი ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) და ევროპის რეგიონული ინტერნეტრეგისტრატორის (RIPE NCC), ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მონაწილეობით ტარდება.

ფორუმის ძირითადი საკითხებია: საავტორო უფლებები ინტერნეტში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში, პროპაგანდა ინტერნეტში და საქართველო, პერსონალური მონაცემების დაცვა და ა.შ.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი - Georgian Internet Governance Forum (GeoIGF) გაეროს რეკომენდაციის საფუძველზე შექმნილ ინტერნეტმმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ გაერთიანებას წარმოადგენს. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ISOC-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა.

ფორუმის ორგანიზატორი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა სეთურის განცხადებით, ფორუმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და სახელმწიფოს გეგმები ამ მიმართულებით. „ პერსონალური მონაცემების დაცვა ინტერნეტში, იგივე საავტორო უფლებების დაცვა, კონკურენციის რეგულირების საკითხები ინტერნეტთან დაკავშირებით ანუ ყველა ის საკითხები, რომელიც დღეს აქტუალურია საქართველოს ინტერნეტრეალობისთვის, მაქსიმალურად წარმოდგენილია ერთ დღის წესრიგში“ - აღნიშნა უჩა სეთურმა.

თბილისში მიმდინარე ინტერნეტმმაერთველობის ფორუმში საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-იც მონაწილეობს. ISOC-არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სწორედ ISOC-ის კონტრიბუციით შესაძლებელი თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულება.

,,ჩვენ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი უკვე დავუკავშირეთ ინტერნეტს. ჩვენ შეგვიძლია ეს მიღწევა აღვნიშნოთ. ახლა დანარჩენი მსოფლიოს ინტერნეტთთან დაკავშირების მოთხოვნილება უფრო დიდია. რადგან სამუშოების ნახევარზე მეტი უკვე გაკეტებულია. ინტერნეტი არის ნებისმიერი ადამიანის საქმიანობის ნაწილია. ამიტომ, ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ინტერნეთთან, კარგავენ ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობას კარგავენ. რათა მიიღონ განათლება, ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვა, მიიღონ ზოგადი ინფორმაცია, აკეთონ ბიზნესი და სხვა,-‘’ The Internet Society (ISOC)-ის ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ეჩებერიამ.

ინტერნეტმმართველობის ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მარეგულირებელი ორგანო, კერძო სექტორი და სატელეკომუნიკაციო კომპანიები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42