"კიევში ხალხთან ერთად ჩავალ და შევქმნი ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს"- სააკაშვილი
პოლიტიკა - 12:30, 12 Sep, 2017     2234
ოდესის ყოფილი გუბერნატორის , ამჟამად კი უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის თქმით ის უკრაინის დედაქალაქში უახლოეს მომავალში ჩავა, მას შემდეგ რაც ის რეგიონებში და სოფლებში უკრაინელ მოსახლეობას შეხვდება და გაეხნობა იმ მოთხოვნებს რაც მათ ხელისუფლების მიმართ გააჩნიათ. სააკაშვილის თქმით, სწორედ ამ ხალხთან ერთად ჩავა ის კიევში და შექმნის ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს:

„კიევში გავემგზავრები მას შემდეგ რაც მოვივლი უკრაინის რამდენიმე რეგიონს სოფლებს . ვაპირებ შევკრიბო ხალხის მოთხოვნები. შემდეგ კი ხალხთან ერთად ჩავალ კიევში რათა ეს მოთხოვნები გადავცე ხელისუფლებას. არ გამაჩნია პირადი კონფლიქტი პოროშენკოსთან, ხოლო პრემიერი გროისმანი, ამ თანამდებობაზე ჩემი დამსახურებითაა. იმიტომ რომ სწორად გავაკეთე, როდესაც მოხსნეს თანამდებობიდან იაცენუკი და შემდეგ ის დანიშნეს. ამ ადამიანს დაავიწყდა რომ ჩემი დამსახურებიათ ზის სავარძელში და ითხოვს ჩემს დაპატიმრებას. არანაირი პირადი კონფლიქტი არ გამაჩნია არც გროისმანთან და არც ავაკოვთან, მე კონფლიქტი მაქვს ქურდობის და უსამართლობის სისტემასთან. მოვაგროვებ ყველა ამ ფაქტს და ხალხთან ერთად მივალ და შევქმნი ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს. გზაზე შეუძლიათ დამკითხონ, შემაფერხონ, მაგრამ არაფრის არ მეშინია. ხალხთან ერთად წავალ და ვიტყვი სიმართლეს, ვერაფერი გამაჩერებს. კიევში აუცილებლად ჩავალ უახლოესი დღეების თუ კვირების განმავლობაში."- განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია აპირებს ის თუ არა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას და განაცხადა, რომ ის გაერთიანებას უკრაინელ ხალხთან გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42