საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სამართლებრივი პროცედურების გაფორმებას იწყებს. სააკაშვილმა ამის შესახებ ლვოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„პირველი წუთებიდან, როდესაც ჩემს წინააღმდეგ იქნა მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას, ყოველწუთიერად მიმდინარეობდა კანონის დარღვევა, ჩემთვის უსიამოვნოა ის ფაქტი როდესაც გუშინ და გუშინწინ სხვადასხვა საშუალებით განახორიციელეს პროპაგანდა თითქოს საზღვრის დარღვევის ფაქტზე, უკრაინის მოქალაქეები მიაჩნიათ მათ სულელებად, ჩვენ არ გავისულლებთ თავს, თავად ვიყავი ოდესღაც მესაზღვრე, მაშინ უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის დასავლეთ საზღვარზე, მაგრამ შემოვინახე კარგი ურთიერთობა ზოგიერთ ოფიცერთან, მათთან ურთიერთობისას არ გვაქვს პრობლემა, ვაფასებთ უკრაინული პოლიციის თანამშრომლებს, ყველა ჩვენს სამხედროს, სხვა წარმომადგენლებს, მაგრამ არ ვაფასებ მათ ხელმძღვანელობას, არ ვცემ პატივს, ეს ჩემი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ არ იცვლება, რომლებიც იცავენ უკრაინას, მზად ვარ გავიარო ყველანაირი პროცედურა, მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომლებიც მასთან ერთად ცდილობენ დანაშაულებრივი პროცედურების წარმოებას, ისინი ვერ შეცვლიან ჩემს პოზიციებს, ყველაფერი არის გამჭვირვალე, შეეძლოთ აეღოთ ჩემი პასპორტი, შეემოწმებინათ დოკუმენტები, ახლა ცდილობენ ჩვენი მხრიდან მოხდეს კანონის დარღვევა, პრეზიდენტ პოროშენკოს და ავაკოვის ბრძანებით მესაზღვრეებმა დაარღვიეს კანონი, ვიწყებთ პროცედურას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






