"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა შეგინის გამშვები პუნქტი და პოლიციის განყოფილება დატოვეს
პოლიტიკა - 10:12, 12 Sep, 2017     3033
"რუსთავი2"-ის ჟურნალისტებმა შეგინის გამშვები პუნქტი და პოლიციის განყოფილება დატოვეს. ახსნა-განმარტებები პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესახებ და გადაღებული ვიდეო მასალა - ეს იყო ის ორი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და უკრაინის პოლიციაში ქონდათ.

"რუსთავი 2"-ის გადამღებმა ჯგუფმა კანონით გათვალისწინებული დუმილის უფლება გამოიყენა. 6 საათის განმავლობაში თამარ ბაღაშვილმა, თომაჩაგელიშვილმა და გიორგი ჩიკვილაძემ, დავით მაისურაძემ და გიორგი ჩადუნელმა, უკრაინელ კოლეგებთან ერთად ტერიტორია ვერ დატოვეს.

“რუსთავი 2”-ის იურისტს პროცედურებზე დასწრების უფლება მხოლოდ 4 საათიანი ლოდინის შემდეგ მისცეს.

პროცედურის მიხედვით, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა სპეციალური პროტოკოლით მიმართა სასამართლოს, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გამოიტანონ შესაბამის გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფის მიმართ, რაც ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, მედიის წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც კუთვნილი ნივთები, ტექნიკის ნაწილი და "კურიერის" ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის პასპორტი დააბრუნეს.

“მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ კუთვნილი ნივთები და დავტოვეთ პოლიციის განყოფილება, ცოტა ხანში ჩვენს ერთ-ერთ თანმხლებ პირს დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა და უთხრა, რომ უნდა დავბრუნებულიყავით უკან, პოლიციაში, ვინაიდან დარჩენილი იყო გარკვეული პროცედურები. იყო უკვე დაახლოებით ღამის 2 საათიდან 3-ის ნახევრამდე, ჩვენ უკვე მივემგზავრებოდით აეროპორტში, ამიტომ უკან დაბრუნებას ვეღარ შევძლებდით. თუმცა, რამდენიმე წუთში იმ ავტომობილს, სადაც ჩვენ ვისხედით და ეს იყო ჩვენს მიერ დაქირავებული ტაქსი, წამოეწია პოლიციის ორი ეკიპაჟი, გააჩერეს ჩვენი ავტომობილი და მოითხოვეს ჩვენს იურისტთან გასაუბრება. როგორც გაირკვა, პოლიციას სურდა ჩვენი იურისტისთვის გადაეცა შესაბამისი უწყებები, ვინაიდან ჩვენ დაბარებულებივიყავით დაკითხვაზე. იურისტმა განმარტა, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ მსგავსი პროცედურის გავლა აკრძალულია. 6 საათის შემდეგ პოლიცია უწყებას ვერავის გადასცემს, აქედან გამომდინარე, იურისტმა მათ უწყებების ჩაბარებაზე უარი უთხრა,“ - განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.

წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42