საქართველოში, წიგნების მაღაზიათა ერთერთ ქსელში იყიდება სუვენირი - საქართველოს რუქა, რომელსაც აფხაზეთი მოჭრილი აქვს. ამის შესახებ პოსტს სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა ფეისბუქში აქვეყნებს.
"ჯერ არ დავასახელებ წიგნების მაღაზიათა რომელ ქსელში იყიდება ეს მოღალატეობრივი სუვენირი!!!
იმედი მაქვს რომ გადააწყდებიან ამ პოსტს და ამოიღებენ გაყიდვიდან ვიღაც მოღალატეს მიერ შექმნილ სუვენირს!!!!!!
გთხოვთ გააზიაროთ რომ აუცილებლად თვალში მოხვდეთ ამ ქსელის მფლობელებს.
მაქსიმუმ ზეგ გადავამოწმებთ" - წერს დავით ქაცარავა თავის ფეისბუქ გვერდზე.
აქვე დავით ქაცარავა აღნიშნავს, რომ ეს "სუვენირი" თითქმის მთელი თბილისის მასშტაბით იყიდება:
"ამ წუთას მომწერა ჩემმა მეგობარმა ამ სუვენირთან დაკავშირებით - გამსახურდიას გამზ.-დან მოყოლებული აბანოთუბნამდე 37 სუვენირების მაღაზიებში დევს ეს პროვოკაციული სუვენირი.მოგიწოდებთ ყველას არ დაიზაროთ და ეს მოღალატეობრივი პროვოკაცია ერთად აღვკვეთოთ ერთად!!!
და აუცილებლად დავადგინოთ დამკვეთი/შემსრულებელი!!
ძალა ერთობაშია!!!!!"


მასალის გამოყენების პირობები






