ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა
პოლიტიკა - 20:25, 11 Sep, 2017     1007

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და სხვადასხვა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს შეეხო.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

„განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ, გადავუხადეთ მადლობა ქალბატონ ბრიჯიტ ბრინკს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აღმოუჩენს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. ამ მხარდაჭერას აქვს რა თქმა უნდა, განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა იმისთვის, რომ გამყარდეს ჩვენი სუვერენიტეტი და მხარდაჭერილი იყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამ მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ევროინტეგრაციის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, განსაკუთრებით. ასევე, გვქონდა საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს ამერიკელ მეგობრებს იმისთვის, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე, ასევე, საკონსტიტუციო რეფორმა და საგარეო პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

„საუბარი გვქონდა ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხო ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის საკონსტიტუციო რეფორმა, შევეხეთ მის მიმდინარეობას, დოკუმენტის შინაარსს და ასევე, დოკუმენტთან დაკავშირებულ პროცესს. შევეხეთ სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივას და ამ კუთხით, მიმოვიხილეთ შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები. შევეხეთ არა ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას, რომელიც დაკავშირებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობასთან და ასევე, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს შეეხო.

„გვქონდა, რა თქმა უნდა, არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი და ვთანხმდებით, იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მთავარი არის სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, გამართულ შეხვედრებზე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩემი მიღებისთვის.2 დღის განმავლობაში შეხვედრები გავმართე საქართველოს მთავრობის წევრებთან, მათ შორის, პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის წევრებთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან. მიზანი იყო საერთო ინტერესების შესახებ აზრთა გაცვლა, ასევე, ვისაუბრეთ ვიცე პრეზიდენტ პენსის ვიზიტის შესახებ და იმ შედეგებზე, რაც ამ ვიზიტმა მოიტანა“, - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42