ცესკომ საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ნომრები განსაზღვრა
პოლიტიკა - 09:40, 12 Sep, 2017     1700
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები პირველივე შესაძლო, უადრეს ვადაში განსაზღვრა.

ცესკოს მიერ რეგისტრირებულია 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 24 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი. წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო 15-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან მათ უკვე ჰქონდათ განსაზღვრული რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით. წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საინიციატივო ჯგუფს, რადგან ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფი დამას კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს მიერ განესაზღვრა რიგითი ნომერი. კანონმდებლობის თანახმად პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ იგივე რიგითი ნომრები, რაც მიენიჭათ მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს.

სულ 27 რიგითი ნომერი გათამაშდა. რიგითი ნომრები კომისიის სხდომაზე მოწვეულმა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა დოლურიდან თავად ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ წილისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე და ცესკოში რეგისტრირებულ, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის დამკვირვებლებსა და მედიას, ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურისთვის.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუმცა, ცესკომ სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციის გათვალისწინებით, წილისყრის პროცედურა და რიგითი ნომრების მინიჭება კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში, უფლებამოსილი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ არჩევნებში რიგითი ნომრის მოთხოვნის ვადის ამოწურვისთანავე განახორციელა.

ასევე, დღეს დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ყველა პროცედურა. თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიები შეეცდებიან ასევე უმოკლეს ვადებში, და არა კანონმდებლობით განსაზღვრულ ბოლო ვადაში, განახორციელონ საინიციატივო ჯგუფებისათვის რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცედურა.

წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 15 საარჩევნო სუბიექტს შემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭათ:

№4 – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“

№9 - „მემარცხენე ალიანსი“

№11 – „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“

№13 - „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“

№14 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

№18 – „ტრადიციონალისტები“

№20 – „შენების მოძრაობა“

№23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

№27 - ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“

№29 – „ახალი მემარჯვენეები“

№31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"

№34 – “მამულიშვილთა ორდენი სამშობლო"

№37 - „სოციალისტური საქართველო - კომუნისტები“

№38 - ბლოკი "სახალხო-ხალხის ერთსულოვნება"

№39 – „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“

საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (წილისყრაში მონაწილეობის გარეშე) განესაზღვრათ:

№1 -"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"

№2 - საარჩევნო ბლოკი "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო"

№3 - ბლოკი „ლორთქიფანიძე, კუკავა-თავისუფალი საქართველო“

№5 - ბლოკი"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

№6 - "რესპუბლიკური პარტია"

№7 - "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის"

№8 -"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

№10 - "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"

№12 - "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები"

№15 – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“

№17 – „საქართველო“

№22 – „მერაბ კოსტავას საზოგადოება“

№28 - "ზვიადის გზა უფლის სახელით (“სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე)"

№41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

№42 - საინიციატივო ჯგუფი - მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42