დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს - აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კომენტარს აკეთებს. დოლიძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიას გაეცნობა.
"ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი შევიდა ჩიხში. არ გამონახა რესურსი უმრავლესობამ, რომ ეწარმოებინა კონსენსუსი და შეექმნა კომპრომისული დოკუმენტი. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ ის ასპარეზი, სადაც შესაძლებელი იქნება ამ კომპრომისული დოკუმენტის შექმნა, მისი წარმოდგენა და შეთავაზება უმრავლესობისთვის, ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის. იქნება თუ არა მოტივირებული შენიშვნები, ეს გადაწყდება მაშინ, როცა ვნახავთ ბოლო ვერსიას იმ პროექტის, რასაც მიიღებს უმრავლესობა", - განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






