მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” დასრულდა
პოლიტიკა - 16:45, 11 Sep, 2017     907
ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „Agile Spirit 2017“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დახურვის ცერემონიალის დაწყებამდე სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი წვრთნები გამართეს. უკრაინულმა საზღვაო-საავიაციო ქვედანაყოფმა დესანტირების, სპეციალური ოპერაციების ძალების ქართველმა და ბულგარელმა სამხედროებმა კი, რეიდის ოპერაცია ჩაატარეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითებისა და არმიის, რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის პირადმა შემადგენლობამ მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკის, ასევე არტილერიის მხარდაჭერით შეტევითი, თავდაცვითი და ჩანაცვლების ოპერაციები განახორციელეს.

მრავალეროვნული სწავლების ოფიციალური დახურვის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურებისა და აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ მიმართეს, სწავლების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს, წვრთნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატება უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისათვის და ჯარების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისათვის ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ცხრა სამხედრო თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით, „გენერალი კვინიტაძით“ დააჯილდოვეს.

სწავლების დახურვის ცერემონიალის ბოლოს, მოწვეული სტუმრებისთვის სწავლებაში მონაწილე სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც გაიმართა.

სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ორფოლოს პოლიგონზე და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ჩატარდა. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 1500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

სწავლების მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწა იყო. სწავლების სცენარი სტაბილურობისა და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42