როგორც ხაბეიშვილმა თემის კომენტირებისას „ნიუპოსტს“ განუცხადა, ტენდერის ღირებულება 78 000 ლარს შეადგენს.
„არც პოლიტიკური და არც სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, დღევანდელ ხელისუფლებას სასაცილოდ, საღლიცინოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. 10 საჯარო სკოლისთვის 260 000 ერთეული ვაშლი უნდა იყიდონ და ამისთვის სატენდერო ფასი 78 000 ლარია. ბაზარია თუ განათლების სამინისტრო ვერ გაიგებ. დოკუმენტში 10 საჯარო სკოლაა მითითებული შესაბამისად, ამ სკოლებში მაქსიმუმ სწავლობდეს 20 000 ბავშვი, განათლების სამინისტროს მიერ მითითებული ვაშლების რაოდენობით კი გამოდის რომ ერთ ბავშვს 2-3 კილო ვაშლი უნდა გაატანონ. ანეგდოტთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე რეალობასთან“- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ენმ-ს წევრს მიაჩნია, უმჯობესია თანხა მასწავლებელთა გადამზადებას მოხმარდეს.
„78 000 ლარის დახარჯვა, მაშინ როცა მასწავლებლებს სამარცხვინო ანაზღაურება აქვთ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და გამოცხებზე ხან მასწავლბლები ხან კი დირექტორი იჭრება ადამიანების დაცინვაა“- ამბობს ოპოზიციის წევრი.
ამასთან ხაბეიშვილს აინტერესებს რატომ არიგებენ მაინცდამაინც ვაშლს და არა მაგალითად მსხალს ან სტაფილობს.
„მათი საყვარელი სოლოლაკის მეფის გათვალისწინებით სტაფილოს რატომ არ არიგებენ, თან სტაფილო სასარგებლოა ბავშვებისთვის. ესენი ადეკვატურები არ არიან“- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






