მოთხოვნებში მითითებულია რომ სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნვეყოს ერთი ჯიშის ვაშლს მიწოდება,
- ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისათვის დამახასიათებელი, თითოეული არანაკლებ 150 გრ, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანებების გარეშე. უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი (პრიალა) ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე.
მოთხოვნები:
- ვაშლის ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიერ დაცული უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სანიტარული წესები და ნორმები;
- საკვები პროდუქტის დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას;
- მიწოდება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ყუთებით, რომლებიც უნდა იყოს მყარი, მშრალი, სუფთა და უცხო სუნის გარეშე;
- მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ, ქ. თბილისის 10 -ვე საჯარო სკოლაში;
- სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი;
- მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში);
მოწოდებული ვაშლი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
მასალის გამოყენების პირობები






