ჩატარებული გათხრების შედეგად, აღმოჩენილია XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები.
თბილისის მერის განცხადებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მნიშვნელოვანი ისტორიული ნიმუშები იქნა ნაპოვნი, რომლებიც შემდგომ კვლევას დაექვემდებარება და გადატანილი იქნება ეროვნულ მუზეუმში.
„ისტორიულად ცნობილ, ძალიან საინტერესო ადგილზე ჩატარდა კვლევები. ყველა ის ადგილი იქნა გათხრილი, რომლებიც ვახუშტის რუკაზე არის დატანილი. მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალში ამ ყველაფრის კონსერვაცია მოხდება და ჩვენს ქალაქს, ტურისტებისთვის მიმზიდველი, კიდევ ერთი ადგილი შეემატება“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
არქეოლოგიური კვლევების განხორციელება „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა", "საჯოგისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის მარტში კი არქეოლოგიური სამუშაოები „შახტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ განახლდა.
მასალის გამოყენების პირობები






