„სააკაშვილი საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს“ - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 13:48, 11 Sep, 2017     2967

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. მიუხედავად სირთულეებისა, სააკაშვილმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა მაინც შეძლო. აღნიშნულს გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში. „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, უკრაინა სააკაშვილთან ფრთხილად უნდა იყოს:

”მე დიდი ხანია ვამბობ და ვეუბნებოდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებსაც, რომ სააკაშვილთან სჯობს ფრთხილად იყოთ-თქო. სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად, რომელსაც ერთადერთი რამ ამოძრავებს, საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და ამისთვის მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს - ოჯახის წევრების მსხვერპლად შეწირვასა და ქვეყნების მსხვერპლად შეწირვაზე. მე ყველაზე მეტად მაშფოთებს შესაძლო პრობლემები, ისედაც პრობლემებით სავსე უკრაინაში. ამ პრობლემებიდან განსაკუთრებით მაშფოთებს უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების საკითხი, რომელიც საკმაოდ რთულია და დღემდე საკმაოდ მძიმე საკითხებს მოიცავდა. ამ უპასუხისმგებლო ქმედებებით შესაძლოა ამ მიმართულებებითაც შეიქმნას გართულებები. მე არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება მოხდეს იმისთვის, რათა დავინახოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უშრეტი ენერგია საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ყველაფრის გაწირვისთვის. სააკაშვილი არ არის უნიკალური მოვლენა, მას ჰყავს ბევრი წინამორბედი სხვა ქვეყნებში და სხვა ერებში, ასევე თანამედროვეებიც, მაგალითად ვოლსკი. გვარით ვოლსკია, მაგრამ არსით სააკაშვილია პოლონეთში. ადგილობრივი არჩევნების თემატიკა არის მნიშვნელოვანი. ის ვიცი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება თუ ქართველი ხალხი კვლავ ამ მოჯადოებულ წრეებში მოექცევა და მიშა-ბიძინას დაპირისპირების ფონზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42