განათლების მინისტრის თქმით, მთავარი არის ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და ეს საკითხი გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი ტექნიკური საკითხი სკოლაში. ამის შესახებ ჯეჯელავამ „იმედის დღეში“ ისაუბრა, სადაც მინისტრმა წიგნების ხარისხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა:
“ნებისმიერი მშობელი, რომელიც იტყვის, რომ "ჩემი შვილის ჯანმრთელობას მირჩევნია მისი წიგნის ფურცლის ჯანმრთელობა, ალბათ, მშობელი არ არის. მე გეტყვით, რომ ჩემს შვილებს ძალიან გაწიკწიკებული წიგნები მოუტანეს და ჩემს უმცროს შვილს სქოლიოზი დაემართა გაწიკწიკებული წიგნების წონისგან, მაგარი გაწიკწიკებული იყო, ოღონდ ვაშლი არ იყო იქ. მე ვამბობ რომ ჯანმრთელობა ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც განუზომლად უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი ტექნიკური საკითხი, რაც შეეხება დახეულ წიგნებს ყველა სკოლას აქვს რეზერვი და შესაძლებელია ამის ჩანაცვლება“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






