საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. მიუხედავად სირთულეებისა, სააკაშვილმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა მაინც შეძლო. აღნიშნულს გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა საფუძველი იმისა, რაც დღეს უკრაინაში ხდება:
„სამწუხაროა, რომ ამ სრულიად ეგზოტიკური და სამარცხვინო პოლიტიკური დევნის საფუძვლები შექმნა ივანიშვილის ხელისუფლებამ. სწორედ მან გააგზავნა მოთხოვნა დაკავებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის მიერ წარმოებული პოლიტიკა ყველას მიერ, ჩვენი პარტნიორების მიერ შეფასებულია როგორც პოლიტიკური დევნა, რომ მას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. მან შექმნა საფუძველი იმისა, რაც დღეს ხდება უკრაინაში, რასაც იყენებს უკრაინის ხელისუფლება. შესაბამისად, ეს მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






