„უკრაინის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა შეცდომა დაუშვა, როცა ეს „ტროას ცხენი“ შეათრია“ - გედევან ფოფხაძე სააკაშვილზე
პოლიტიკა - 12:36, 11 Sep, 2017     4426

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. მიუხედავად სირთულეებისა, სააკაშვილმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა მაინც შეძლო. აღნიშნულს გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ სააკაშვილზე უფრო დიდი კრიმინალი ქართულ საზიგადოებას არ ჰყავს:

"უკრაინის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა, როცა ეს „ტროას ცხენი“ თავისთან შეათრია და მის ავანტიურისტულ საქმიანობას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი. ამიტომ ის ფორმები და მეთოდები, რომელსაც ის ირჩევს, როგორც წესი, მიმართულია არეულობებისკენ. არც სამართლებრივი და არც მორალური ჩარჩოები მას პოლიტიკური საქმიანობის დროს არა აქვს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი, ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაკეთდეს ყველაფერი, რათა ის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მისი ადგილი, ჩემი აზრით, არის ციხეში და არა პოლიტიკაში; აქეთ-იქით კი არ უნდა ხტუნაობდეს, ის უნდა იჯდეს, სადაც ეკუთვნის ადგილი, გამომდინარე დანაშაულებრივი სისტემის შექმნიდან, რომლის ავტორი იყო და ასობით, ათასობით ადამიანის წამების და სისხლის სანაცვლოდ. დღეს არავინ ზის ციხეში ისეთი, ვინც სააკაშვილზე უფრო დამნაშავეა. თუ იქ ზის ადამიანი, თუნდაც ორი კაცის მკვლელობისთვის, სააკაშვილს უფრო მეტი ჰყავს მოკლული, მეტისთვის აქვს ქონება წართმეული... ვიღაც შეიძლება იჯდეს იმის გამო, რომ ვიღაც გაქურდა, მაგრამ სააკაშვილმა ასობით ათასობით ადამიანი გაქურდა. სააკაშვილზე უფრო დიდი კრიმინალი დღეს ქართულ საზოგადოებას არა ჰყავს", - განაცხადა ფოფხაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42