„ნიუპოსტთან“ საუბრისას ლაგაზიძე აცხადებს, რომ უკრაინაში სამოქალაქო დაპირიპირების შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
ექსპერტი საქრთველოს მესამე პრეზიდენტის საერთაშირისო მომხრეებზეც საუბრობს და ამბობს, რომ სააკაშვილი უკრაინაში შესვლის სცენარს ევროპისა და აშშ-ის ელიტის ნაწილთან ერთად გეგმავდა.
"იმისთვის, რომ გავიგოთ, რა იქნება მომავალში, უნდა გავიგოთ, რა ძალები დგას სააკაშვილის უკან, როგორც უკრაინის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ვგულისხმობ ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფიქრი იმაზე, რომ სააკაშვილმა ამხელა ოპერაცია მარტომ დაგეგმა და შეასრულა, სულ მცირე ბავშვობაა. ამიტომ ხაზს ვუსვამ, რომ გადამწყვეტი როლი ექნებათ იმ ძალებს, რომლებიც სააკაშვილის უკან დგანან. აქიდან გამომდინარე იქნება საბოლოო მიზნები განსაზღვრული. თუ სააკაშვილმა უკრაინის სიღრმეში შესვლა და გამაგრება შეძლო, ეს სულ მცირე აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ძვრის დასაწყისია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დარჩება აღმოსავლეთ ევროპის ფარგლებში და ნებისმიერ შემთხვევაში ამას მოყვება, უკრაინის შიგნით ძვრები და ძალიან მაღალი რისკი სამოქალაქო დაპირისპირების, გააჩნია რაზე წავა თავად უკრაინის ხელისუფლება. უკრაინაში სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ძალიან დიდია ცდუნება, კვლავ შეუტიოს აღმოსავლეთ უკრაინას და თავისი კონტროლი გაამყაროს. ეს რისკები არსებობს და ვინც ამ ოპერაციას გეგმავდა, ეს რისკები გათვლილი აქვს. ამიტომ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რა არის ევროპისა და ამერიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილის მიზანი, რომლებიც სააკაშვილთან ერთად გეგმავდა აღნიშნულ ოპერაციას. ამ მიზნამდე უნდა მივიდეთ და იქიდან წამოვიდეთ უკან, რომ მეტ-ნაკლებად გავაანალიზოთ პროცესი"- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, უკრაინა დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია. მისივე შეფასებით, "ქვეყანა პოლიტიკური რესურსისგან დაცლილია".
"რამდენად შეძლებს უკრაინის ხელისუფლება, თეორიულად სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას, რამდენად ეყოფათ გონიერება, რომ არ ჩამოაქციონ უკრაინული სახელმწიფო, ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დღეს მოქმედ ხელისუფლებაზეა. დღეს მოვლენების პროგნოზირება ძალიან რთულია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს არის ერთი პოლიტიკოსის, სააკაშვილის ახირება, ეს არის ევროპისა და აშშ-ის პოლიტიკური ელიტის ნაწილის დაგეგმილი ოპერაცია, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის გადაწერა უნდა მოჰყვეს"- განმარტა ექსპერტმა.
მისი თქმით, "თუ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ფეხის მოკიდება და დასახულ ამოცანას წარმატებით შესრულება შეძლო, ის უფრო მაღალი რანგის პოლიტიკოსი გახდება".
"ეს თავის გამოძახილს საქართველოში აუცილებლად ჰპოვებს და უშუალოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მათი მხარდამჭერებისთვის ძალიან დიდი მოტივაცია იქნება. თუ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის ძალა იგრძნო, ხელისუფლებაშიც დაიწყება სერიოზული ცენტრისტული განხეთქილება. ქართული პოლიტიკური ელიტისგან ჩვენ არაერთხელ გვინახავს ამაყად თავაწეულები გარბიან ერთი პოლიტიკური ცენტრიდან მეორე პოლიტიკურ ცენტრში. თუ სააკაშვილი უკრაინულ პოლიტიკაში მომძლავრდა, ეს პროცესები საქართველოში არ უნდა გამოვრიცხოთ"- თქვა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ გუშინ, სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან შევიდა. საზღვრამდე მისვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ შეგინის სასაზღვრო პუნქტზე მისულ სააკაშვილს მესაზღვეებმა მას და მის თანმხლებ პირებს მოცდა მოსთხოვეს, იმ მიზეზით რომ საზღვრის მიმდებარე ტერიტორია შესაძლოა დანაღმული ყოფილიყო და შემოწმება ტარდებოდა. სააკაშვილმა მესაზღვრეები პრეზიდენტ პოროშენკოს უკანონო ბრძანების შესრულებაში დაადანაშაულა. საზღვრის უკრაიინის მხარეს მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების რამდენიმე კორდონის გარღვევა შეძლეს და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






