როგორც "ნიუპოსტს" თემის კომენტირებისას ქუთელიამ უთხრა, პოლიტიკური სპექტრიდან პოლიტიკური ოპონენტების განდევნა დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის ცუდად მთავრდება.
"ის პროცესი, რომლითაც უკრაინელ პოლიტიკოსს მიხეილ სააკაშვილს მიეცა საშუალება, რომ დაბრუნებულიყო უკრაინაში და აწარმოოს პოლიტიკური მოღვაწეობა, სამართლებრივ საკითხებს სასამართლოში გასცეს პასუხი არის ძალიან კარგი უკრაინული დემოკრატიისთვის. უკრაინის წარმატება კი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ფორმის პოლიტიკური დევნა და კანონის უზენაესობის ხელყოფა ძალიან ცუდად მთავრდება სახელმწიფოსთვის"- აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.
მისი თქმით, ის, რომ სააკაშვილი დაბრუნდა უკრაინაში, უკრაინული პოლიტიკური პროცესებისთვის გაცილებით ჯანსაღ გარემოს ქმნის.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას უკრაინის მიმართებით, ქუთელიას შეფასებით ეს პოლიტიკა არასწორია.
"ძალინ ბევრი პრობლემა, რომელიც უკრაინაშია ემთხვევა იმ პრობლემების საფუძველს, რაც საქართველოშია. მათ შორის რუსული ანექსია. კარგი იქნებოდა რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პრობლემა ისევე იქნებოდა განხილული, როგორც ეს ხდება უკრაინასთან მიმართებით. რაც შეეხება ზოგადად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, თავისი მნიშვნელობით უკრაინის დემოკრატიის წარმატება, ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ აისახება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და აქიდან გამომდინარე საქართველოზეც. ამიტომ მნიშვნელოვანია იყოს წარმატებული პროცესი შესაბამისად რეგიონალური კონტექსტში დემოკრატიული ქვეყნების კოალიცია უფრო ძლიერი იყოს ვიდრე რუსეთი. ამ შემთხვევაში შავი ზღვის უსაფრთხოებასაც ვგულისხმობ, რომელიც ნატოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია"- განმარტა ბათუ ქუთელიამ.
შეგახსენებთ გუშინ, სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან შევიდა. საზღვრამდე მისვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ შეგინის სასაზღვრო პუნქტზე მისულ სააკაშვილს მესაზღვეებმა მას და მის თანმხლებ პირებს მოცდა მოსთხოვეს, იმ მიზეზით რომ საზღვრის მიმდებარე ტერიტორია შესაძლოა დანაღმული ყოფილიყო და შემოწმება ტარდებოდა. სააკაშვილმა მესაზღვრეები პრეზიდენტ პოროშენკოს უკანონო ბრძანების შესრულებაში დაადანაშაულა. საზღვრის უკრაიინის მხარეს მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების რამდენიმე კორდონის გარღვევა შეძლეს და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






