,,დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხი არის ხელისუფლების წყარო, ხალხი ირჩევს არჩევნების გზით მთავრობას, რომელმაც ხალხის ნება უნდა აღასრულოს. თუ ხელისუფლება ამის ნაცვლად, არღვევს კონსტიტუციას, კანონს, ლახავს ხალხის უფლებებს, ხალხს აქვს უფლება ასეთ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს, მათ შორის ფიზიკურადაც. ის ,,შუაშისტები“, რომლებიც ასე აქტიურობენ საქართველოში ან უკრაინაში, ურკაინელი ხალხის გუშინდელი გმირული საქციელი უნდა გაიხსენონ. ორი მაიდანი, რომელიც ასევე უკრაინელმა ხალხმა მოაწყო და ზუსტად ბოლო მაიდანის შედეგად არის ეს მთავრობა უკრიანის ხელისუფლებაში. ის მაიდანი ხალხის მიერ იყო მოწყობილი და არა კომპიუტერის კლავიატურის ლომების მიერ. უკრაინელმა ხალხმა არ მოითმინა მაშინ, ყელში ამოუვიდა უსამართლობა და იგივე მოხდა ახლაც. ამიტომ ყველას უნდა ახსოვდეს - ხელისუფლების წყარო არის ხალხი“ - აცხადებს შაშკინი
მასალის გამოყენების პირობები






