,,ჯეჯელავა აბიტურიენტებს შეურაცხყოფას აყენებს და მაიმუნებს ადარებს“ - რას მოიტანს ბარიერის აწევა ეროვნულ გამოცდებზე
პოლიტიკა - 18:20, 10 Sep, 2017     5033
განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი თავის ამპლუაშია. ჯეჯელავა ქართველ აბიტურიენტებს შეურაცხყოფას აყენებს - ასე აფასებს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ალექსანდრე ჯეჯელავას იმ განცხადებას, რომ "სამი წლის წინ, ეროვნული გამოცდების ბარიერი 21 ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ 3 მაიმუნი რომ შეგეშვა და უბრალოდ შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა“. შაშკინი ამბობს, რომ ჯეჯელავა თავისი განცხადებებით ცდილობს ალბათობის თეორიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ეროვნული გამოცდების ბარიერის აწევა ოჯახებს მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება, იმ ფონზე, როცა რეპეტირორებთან მომზადება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. დიმიტრი შაშკინი ფიქრობს, რომ ჯეჯელავას ასეთი განცხადება, დღეს სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მედიაში გადაფარვის მორიგი მცდელობაა.

,,ჩემი ვარაუდია, ალექსანდრე ჯეჯელავა ცდილობს მიერ მიერ გაკეთებული განცხადებებით ქართული მედიისთვის გადაფაროს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება უკრაინაში, რადგან ამ დროს ასეთი უგუნური განცხადებების გაკეთება და კიდევ ერთხელ თქმა იმისა, რის გამოც ნებისმიერი პროფესიონალი დაგცინებს, ერთადერთი რამე შეიძლება ვიფიქროთ, რომ საზოგადოებაში ცდილობს გადაფაროს ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტი.

რაც შეეხება მის მორიგ განცხადებას, ჯეჯელავა იტყუება, როდესაც საუბრობს ალბათობის თეორიაზე, ის ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, რაც მას ყოველთვის სჩვევია. ვითომ ჭკვიანური წინადადებებით შეფუთოს მავნებლური იდეები. ალბათობის თეორია არ არის კანონი, ის არის თეორია და ამის მიხედვით ბარიერის აწევა ეროვნული გამოცდების არის, როგორც მინიმუმ მავნებლობა და განათლების მინისტრისგან არაპროფესიული არგუმენტი. ალბათობის თეორია რომ კანონზომიერება იყოს, კაზინოში ყველა მოვიგებდით. გარდა ამისა, განათლების მინისტრმა მაიმუნებს არ უნდა შეადაროს ქართველი აბიტურიენტები.

ალბათობის თეორიიდან გამომდინარე, დასაშვებია, რომ სწორი პასუხის შანსი იყოს 20-დან 25%-მდე. ანუ თუ არის 20 ქულა, სამმა ადამიანმა რომ დააჭიროს ერთი და იგივე პასუხს იქიდან ერთი ჩააბარებს. შეკითხვას აქვს 4 პასუხი. ერთ-ერთი ამ ოთხიდან არის სწორი. ის ამბობს, რომ რადგან ერთ-ერთი არის სწორი, ეს ნიშნავს, რომ 3-დან ერთმა სწორედ უნდა უპასუხოს, მაგრამ ხომ შეიძლება ოთხივემ უპასუხოს პირველს და პასუხი იყოს მეოთხე.

მე ვთვლი რომ ჯეჯელავა განათლებული ადამიანია, მაგრამ სამარცხვინოა, როცა საკუთარი თავი გამოჰყავს როგორც კლოუნი. სამარცხვინოა, როცა ამ პროცესში ქართველ აბიტურიენტებს ადარებს მაიმუნებს და შეურაცხყოფას აყენებს ათიათასობით ადამიანს, რომელიც სწავლობს და ცდილობს ჩააბაროს, რომ მომავალი ჰქონდეს. მისი წინადადეგების უკან დგას ალბათობის თეორიის ბოროტად გამოყენება, რომელიც არ მუშაობს საგამოცდო პროცესში, ეს რომ მუშაობდეს, მაშინ კაზინოში 4 მაიმუნი რომ შევიდეს იქიდან ერთი გამოვა მილიონერი.

რაც მთავარია, რას მოგვიტანს ჩვენ ბარიერის აწევა. მაშინ როცა ეროვნული სასწავლო გეგმა აცდენილია ტესტებს, როცა ბავშვებს აბარებინებენ არა იმ პროგრამას რომელსაც სკოლაში გადიან, არამედ იმას, რაც სურს საგამოცდო ცენტრს, ამ შემთხვევაში ბარიერის აწევა მოგვცემს იმას, რომ აიწევა თანხების რაოდენობა, რომელსაც მშობლები იხდიან რეპეტიტორებთან. ერთმანეთს თვალებში შეხედონ განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებმა. ერთი ბავშვის მომზადება გამოცდებისთვის ღირს 4500 დოლარი. განათლების სამინსიტროს სტატისტიკა აჩვენებს, რომ უკვე 90% ემზადება გამოცდებისთვის. ბარიერის აწევა კი გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ ეს თანახა მოიმატებს და 10-დან 9 კი არა ივლის 10-დან 10 და გაიზრდება რეპეტირტორების შემოსავალი და ეს დააკლდება ქართულ ოჯახებს“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42