საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
პოლიტიკა - 10:27, 10 Sep, 2017     939

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 10-16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის წევრებთან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენ ვოლაკთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან, ვილიამ სვენისთან, ასევე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან გაიმართება.

დაგეგმილია შეხვედრა მაკკეინის ინსტიტუტის, “ფრიდომ ჰაუსის“(Freedom House) და გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატები „კარნეგის ფონდის -საერთაშორისო მშვიდობისთვის“ მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანია ამერიკულ მხარეს მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ამერიკის კონგრესმა გააგძელოს საქართველოს როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური მხარდაჭერა.

„ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი მიზანია მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო რეფორმასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკის კონგრესმა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური ანუ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, ასევე განგრძოს საქართველოს მხარდაჭერა დაფინანსების კუთხით“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში გამგზავრების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი შედიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42