ბათუმი - ლევან ანთაძე, ქობულეთი - თენგიზ ზოიძე, ხელვაჩაური - თემურ დუმბაძე, ქედა - ირაკლი ბარამიძე, შუახევი - ომარ მეგრელიძე, ხულო - ირაკლი ჯორბენაძე.
ლევან ვარშალომიძის თქმით არჩევნებზე ქვეყნის მომავლის ბედი წყდება.
„21 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გადააწყვიტოს ჩვენი ქალაქის, რეგიონის და ქვეყნის მომავალი, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გადავწყვიტოთ ვის ვაძლევთ ხმას“- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით ბათუმი საოცრებათა ქალაქია და გუნდი რომელიც ენმ-მ აჭარაში წარადგინა, სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც ამ სასწაულის მოხდენა შეუძლიათ:
„ბათუმი იყო საოცრებათა ქალაქი და იქნება საოცრებათა ქალაქი და დარწმუნებული ვარ რომ ამ სასწაულების მომხდენი გუნდი დღეს აქ იდგა“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






