საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი კომპოზიტორი მიშელ სონი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 15:03, 09 Sep, 2017     1419

ფრანგი მუსიკოსის, პროფესორის და ლიტვის სახელმწიფოს საპატიო კონსულის მიშელ სონის დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ცნობილ კომპოზიტორს ღირსების ორდენი თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადასცა.

მიშელ სონი ღირსების ორდენით საქართველოში ახალგაზრდა ქართველი პიანისტების პროფესიული განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა.

"ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო, რადგან მე ძალიან მიყვარს საქართველო. ეს ქვეყანა 20 წლის წინ აღმოვაჩინე და ყველაფერი გავაკეთე, რომ ქართველი ხელოვანები და საქართველო გამეცნო ევროპისთვის.

ხელი შევუწყე ახალგაზრდა მუსიკოსებს განვითარებაში, მე დღეს ჩემი ფონდის „სოს ტალანტის“ დახმარებით ვაგრძელებ იგივე საქმიანობას.

ძალიან სასიამოვნოა ასეთი ლამაზი და ორიგინალური კულტურის ქვეყანას ხელი შევუწყოთ, ჩემთვის დიდი პატივია და ამაყი ვარ იმ საქმიანობით, რასაც ვაკეთებ საქართველოსთვის", - განაცხადა დაჯილდოების შემდეგ მიშელ სონმა.

პრეზიდენტის სასახლეში დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე.

ფრანგი კომპოზიტორი თბილისს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურად, ქართველი პიანისტებისათვის მასტერკლასების ჩასატარებლად ეწვია.

იგი უკვე 20 წელია აქტიურად ახორციელებს ქართველი პანისტების ხელშეწყობას მისივე საერთაშორისო ფონდის - SOS Talent Foundation მეშვეობით.

ფონდის ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები, თამარ ბერაია, თედო დიაკონიძე, ანა გოგავა, გვანცა ქობალია, ბარბარე ჩხაიძე.

წელს კი, ანა ყიფიანი მიემგზავრება ინგლისში სწავლის გასაგრძელებლად. ხოლო, ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე საქართველოს სახელს ღირსეულად წარმოადგენენ საერთაშორისო სცნებზე და კონკურსებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42