თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ამ დროისთვის ავიაცია არ მონაწილეობს. მიზეზი საფრენი აპარატების ტექნიკური შემოწმებაა. საგანგებო შტაბის განცხადებით ვერტმფრენები ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთვებიან.
ამ ეტაპხე კოხტას მთაზე ხანძარი ლოკალიზებილია, ხანძრის სრული სალიკვიდაციო სამუშაოები რთული რელიეფისა და ქარის გამო ფერხდება. სტიქიის ზონაში რჩება 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.
თუშეთში კი სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე რჩებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
მასალის გამოყენების პირობები






