„ციხეში ყოფნა უფრო მრცხვენია, ვიდრე მიჭირს... როგორ მინდა გჯეროდეთ, რომ მართლა უდანაშაულო ვარ!“ – ირაკლი ჩხირკვიას ემოციური წერილი ციხიდან
სოც.მედია - 23:45, 08 Sep, 2017     13862
ბათუმში არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკია ციხიდან ემოციურ წერილს ავრცელებს. ჩხვირკია საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობს და თანადგომისთვის ყველას მადლობას უხდის.

,,ზაფხული დასრულდა, ზაფხული მოვა , ისევ! უკვე 2017 წლის 31 აგვისტოს საღამოა და ჩემი პატიმრობაში ყოფნის 130-ე დგეც დაღამდა. ამ ჩანახატით დასრულდა ჩემს "ციხის დღიურში" ზაფხული .

30 წლის მანძილზე პირველად გაიარა ჩემმა ზაფხულმა უჩემოდ. პირველად მოხდა ისე რომ ზღვას არ შევხებივარ, არ მიჭყუმპალავია და სანაპიროზე ღამე არ გამითენებია, იმედი მაქვს ეს პირველი და უკანასკნელი ზაფხული იქნება , რომელიც უჩემოდ გაილია. თავისუფლებაზე ყოფნისას130 დგე 130 წუთივით გადის, აქ კი 130 წელივითა.

უსამართლობის შედეგად კიდევ რამდენი დღე მომიწევს პატიმრობაში ყოფნა არ ვიცი. თუმცა ფაქტია, რომ ჯერ ისევ აქ ვარ და ამ ყოფნა არყოფნას ბოლო ჯერ არ უჩანს. ამ განვილმა ოთხ თვეზე მეტმა არა თუ დამასუსტა, არამედ გამაძლიერა და გადარჩენისთვის საბრძოლველად მოტივაცია გამიასკეცა. მსურს ყველას შემოგითვალოთ უღრმესი მადლობა ,-ყველას ვინც ამ 130 დგის განმავლობაში სხვა და სხვა ფორმით მედგა გვერდში, იხარჯებოდა ჩემთვის და იზიარებდა ჩემს მდგომარეობას. მე კარგად ვარ , თქვენ კი ნუ იღელვებთ , ყველაფერი შესანიშნავად იქნება !აუცილებლად!

2017 ახალი წლის ღამეს მთელი ღამე ვმუშაობდი. მოქეიფე და ხალისიანი მგზავრები გადამყავდა ერთი ადგილიდან მეორეზე. 2017 წლის პირველ წუთებს კი ნუცუბიძის პლატოზე ჩემი მანქანის საჭესთან შევეგებე მარტომ. მანქანაში ჯორჯ მაიკლის"Last cristmas"მქონდა ბოლო ხმაზე ჩართული და საახალწლო განწყობას ჩემებურად ვუბამდი მხარს. ჩემს მგზავრებს კამფეტებს ვჩუქნიდი, რომელიც წინასწარ მქონდა ნაყიდი ხსენებული მიზნით. ჩემისთანა ტაქსისტებს კი ხან ხმოვანი , ხანაც სინათლის სიგნალებით ვულოცავდი ახალი წლის დადგომას. ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში 2017 წელი. მიუხედავად იმისა , რომ მთელი ღამე ვტაქსაობდი და საერთო მხიარულებას მოკლებული ვიკავი , მაინც ბედნიერად და კმაკოფილად ვგრძნობდი თავს . ადრეული ასაკიდან პატიოსანი შრომით მოვიპოვე საარსებოდ აუცილებელ მატერიას და ეს მომწონს. რამდენიმე მგზავრისთვის უკან დამიბრუნებია ჩემს მანქანაში დარჩენილი ტელეფონები, პლანშეტი, ნოუთბუქი, საფულე, საბუთები, და სამი ათას დოლარამდე ფული.ზოგჯერ მეპატრონეს ორი -სამი დღეც ვეძებდი. ერთადერთი რაც ვერ დავაბრუნე იყო სათამაშო რბილი ბუ , რომლის პატრონსაც ვერ მივაკვლიე. ასეთია ჩემი სამყარო, ჩემი ცხოვრების წესი და პრინციპები . ეს ქოცნება მთავრობა კი დანაშაულის ჩადენას მტენის თან უსაფუძვლოდ . არა უშავს , დრო და სწორი ბრძოლა ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ამათ ხელში გამამართლებელი განაჩენის იმედი არ მაქვს, თუმცა ჩემს უდანაშაულობას როდესმე მაინც დავამტკიცებ აუცილებლად! წლევანდელი ზაფხული ჩემთვის 23 აპრილს საღამოს დამთავრდა,როცა ტაქსაობისას დამაკავეს. დღეს კი ზაფხულმა უკანასკნელად ამოისუნთქა.

2017 და ჩემი შემოდგომაც დაიწყო უჩემოდ . ჩემს თანამესაკნეს ხუმრობით ვუთხარი :" ხვალ პირველი სექტემბერია და სკოლაში მივდივართ" მეთქი, ეჰ! ნეტავი მართლა ასე იყოს... , როგორ მინდა გჯეროდეთ რომ მართლა უდანაშაულო ვარ, ნეტა იცოდეთ. ზაფხული დამთავრდა, მაგრამ ჩემი ზაფხული აუცილებლად მოვა ისევ!“-წერს ირაკლი ჩხვირკია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42