როგორც პატრიარქის ექიმმა "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნა, მისთვის გაუგებარია ვის რაში დაჭირდა ამ თემაზე საუბარი.
„მე არ მახსოვს დღეს გავრცელებული ინფრომაცია რამდენად შორენამ თქვა. ჩემი ფიქრები მაშინ სულ სხვა რამეზე იყო. კონკრეტულად ვერ ვიხსენებ ვინ თქვა მახსოვს, ვიღაცამ თქვა, რომ ხომ არ შეიძლება წავიღოთ კენჭები? როგორც იციან ხოლმე ოპერაციის დასრულების შემდეგ შენახვა ამოღებული კენჭის და ინახავენ სიცოცხლის ბოლომდე. ვინ თქვა მე არ ვიცი შორენა იყო თუ სხვა იყო ნამდვილად არ მახსოვს იმიტომ, რომ ეს იმდენად მეორეხარისხოვანი საკითხი რატომ ითქვა საერთოდ ამის შესახებ ამასაც ვერ ვხვდები. რა მნიშვნელობა ქონდა ამას? შორენა იტყოდა თუ სხვამ თქვა? მე მერე მართლაც ვკითხე ექიმს. ოპერაციის შემდეგ ნაღვლის ბუშტის ამოღებისას მუცელი არ გაკვეთილა ლაპარასკოპიული მეთოდით გაკეთდა ნაღვლის ბუშტი იყო დაქუცმაცებული და კენჭიც დაქუცმაცებული და ეს საკითხიც მოიხსნა დღის წესრიგიდან, ვერ ვხვდები რატომ ითქვა საერთოდ ამის შესახებ“- განაცხადა ცისანა შარტავამ.
მასალის გამოყენების პირობები






