ექსპერტი გია ხუხაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ ფაქტორზე „ტვ.პირველის“ ეთერში ისაუბრა.
მისი შეფასებით, სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტზე მეტად „ევროპულ საქართველოს ეზიზღება“.
“მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მეტად პოროშენკოს კი არ ეზიზღება , ის ეზიზღება ევროპულ საქართველოს,რადგან სააკაშვილის ,,პოლიტიკური კაპიტალიზაცია და ამოწევა“ მათ მოუსავლეთში ისტუმრებს“ - თქვა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილის დაბრუნებით, სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები პოლიტიკური მოუსავლეთში გადაინაცვლებენ.
,,ევროპული საქართველოს“ განწყობა და მათი ისტერიკა გასაგებია. ისინი არიან აბსოლუტურ ისტერიკაში, იმიტომ რომ მიშას კაპიტალიაზაცია და მისი ამოწევა ,რისი შანსებიც სამწუხაროდ გაჩნდა, როგორც უკრაინულ ისე ქართულ პოლიტიკაში ეს არის სრული კატასტროფა ევროპული საქართველოსთვის, იმიტომ რომ ამ 50 კაცმა უნდა დაიხურონ ქუდები და წავიდნენ სახლში, იმიტომ რომ ფაქტობრივად მათი პოლიტიკური კარიერა დასრულდება. სააკაშვილი ყველაზე მეტად პოროშენკოს კი არ ეზიზღება ყველაზე მეტად სააკაშვილი ეზიზღებათ ევროპულ საქართველოს. ეს იქნება სრული კარტასტროფა და მათი პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლის ფორმულა, თუმცა დღესაც ვერ არიან მაინცდამაინც წელში გამოყვანილი,“-აღნიშნა ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






