„საქართველოს აქვს კარიბჭის როლი“- გიორგი გახარია ოდესაში სატრანსპორტო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 17:30, 08 Sep, 2017     954
,,ევროპა-აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო კორიდორი“- ამ სახელწოდების რიგით მეორე მაღალი დონის, საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენცია გაიმართა უკრაინის ქალაქ ოდესაში. ქართულ დელეგაციას უკრაინაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

კონფერენციის მიზანი ევროპისა და აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების კონკურენტული უპირატესობების შექმნა იყო.

ღონისძიება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია გამოვიდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მაღალი დონის ფორუმის მსჯელობის ძირითადი თემა იყო სატრანზიტო დერეფნები, კავშირი ქვეყნებსა და მათ ეკონომიკებს შორის. ფორუმზე აგრეთვე ისაუბრეს იმ კორიდორზე, რომელიც ჩინეთის დიდ ბაზარს ევროკავშირის დიდ ბაზართან დააკავშირებს.

საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, რუმინეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყახაზეთის, პოლონეთის, ლიტვის, ჩინეთის სამთავრობო დელეგაციებმა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან სამთავრობო დელეგაციის გარდა, საქართველოს რკინიგზის, ბათუმის პორტისა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებში პრეზენტაცია გამართა „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ.

,,ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენ აქ ვიმსჯელეთ საქართველოს როლზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ყველა მხარე ეთანხმება. საქართველოს აქვს კარიბჭის როლი, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთის და დასავლეთის, ასევე, სამხრეთის და ჩრდილოეთის კორიდორებზე შეასრულოს პრინციპულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ამიტომ ვართ ჩვენ ყოველთვის წარმოდგენილი მსგავს ფორუმებზე და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაკონვერტიროთ ეს კონკრეტულ შედეგებში, ისეთ შედეგებში, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ.-‘’აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომის თემები ევროპისა და აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიზნით მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და ევროპა-აზიის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადების ფორმირება იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42