ძველი დიდებიდან, ნანგრევებამდე - როგორც გამოიყურება სოფელი, სადაც "ოცნებამ" 2012 წელს ხმების 72%-ი მიიღო (ფოტოები)
პოლიტიკა - 15:31, 08 Sep, 2017     7755
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნატანები, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი 5 ათასზე მეტი მცხოვრებით, ერთ დროს ყველაზე მდიდარი, დღეს კი უსიცოცხლო, მოშლილი ინფრასტრუქტურითა და ნახევრად დანგრეული შენობებით.

სოფელი, სადაც ათწლეულებია თვალშისაცემი არაფერი გაკეთებულა, გარდა იუსტიციის სამინისტროს მიერ ოფიციალურად და საზეიმოდ გახსნილი მომსახურების ცენტრისა.

ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" სხვადასხვა პარტიის კანდიდატების შეხვედრა, სოფელში დღეს არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტო გამოფენის ფონზე შედგა.

საბავშვო ბაღის მოუწესრიგებელი ეზო, სავსე ბალახით და ხავსმოკიდებული კიბეებით, სკოლის გვერდით არსებული სპორტდარბაზის ამორტიზებული შენობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსწავლეების სიცოცხლესაც და ჯანმრთელობასაც, მხოლოდ წარსულის აჩრდილად ქცეული ის შენობები, რომლის გარემონტებაც გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა, ვიდრე თუნდაც 800 ათას ლარად აშენებული მომსახურების ცენტრი, ამბულატორიის უფერული შენობა, რკინიგზის სადგური-დღეს კანდიდატებთან საუბარი სწორედ წლობით მოუგვარებელი პრობლემების ირგვლივ შედგა, რაც უცხო თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევია.

რაში ხედავენ გამოსავალს, როგორ შეძლებენ პრობლემების მოგვარებას და რა გზავნილები აქვთ ამომრჩევლებთან-დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხები ძირითადად ინვესტიციების მოზიდვას, ძლიერი თვითმმართველობის საჭიროებას, რომელიც შეძლებს გადაწყვეტილებების რეალურად მიღებას და არა ვიღაცის დაკვეთის შესრულებას და სოფლის მმართველის პრინციპულობასა და რეალურად გააზრებულ ვალდებულებებს ეხებოდა.

ცნობისთვის: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” სოფელ ნატანებში ამომრჩეველთა ხმების 72 პროცენტი მიიღო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო საქართველოს მასშტაბით.ბიძინა ივანიშვილი სოფელ ნატანებშია რეგისტრირებული და 2012 წლის არჩევნებზე ხმა სწორედ ამ სოფელში მისცა.

საბჭოთა პერიოდში ყველაზე მდიდარ სოფელს, სადაც ჩაის ფაბრიკის გარდა, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა და ტუნგის საშრობი ფარდულიც კი მოქმედებდა, მაშინ ძველი დიდების დაბრუნებასაც პირდებოდნენ, თუმცა დღეს, საუბარი ისევ ხუთი და უფრო მეტი წლის დანახულ პრობლემებზე იწყება- დაჟანგულ ჭიშკრებს მიღმა ბალახითა და სარეველით სავსე და მოუვლელობისგან გაშავებული შენობების ბედზე. უსიცოცხლოდ დარჩენილ სოფლებსა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობაზე.












მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42