უშგულში უძველესი კოშკები ინგრევა - მიმართვა პრემიერ კვირიკაშვილს
სოც.მედია - 13:23, 08 Sep, 2017     2755
უშგულში მეთორმეტე საუკუნეში აშენებული კოშკები ისევ ინგრევა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობილი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ხოლო „ნიუპოსატის“ საშუალებით პრერმიერს შემდეგი განცხადებით მიმართავს.

ბატონო პრემიერო, გთხოვთ, დაუყონებლივ შეისწავლოთ უშგულის საკითხი და ერთდროულად მოხდეს დანგრევის პირას მყოფი კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია.

გთხოვთ,დაიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის და ათასობით ტურისტის უსაფრთხოება .

გთხოვთ, გადაარჩინეთ დანგრევას საუკუნეებ გამოვლი საქართველოს საგანძური.

როგორც უკვე ნახეთ, უშგულის სამი უბნის: ჟიბიანი,ჩვიბიანი და მურყმერის კოშკები და მაჩუბები ამ ზამთრამდე ვერცერთი ვერ გასტანს. დღე დღეზე ჩამოინგრევა ფრიდონ ნიჟარაძის კოშკიც და უკვე უშგულის უბნებში გადაადგილებაც კი საფრთხეს უქმნის ადამიანებს.

პატივისცემით,

უშგულის მკვიდრი მარიამ ხაჭვანი

მარიამ ხაჭვანმა უშგულის კოშკის ნგრევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა:

უშგულის შუკებში დავიარები, ერთი ძველი "მაჩუბი"მიყურებს, მეჩვენება რომ თვალებში მიყურებს.კი არ მეჩვენება,ნამდვილად თვალებში მიყურებს. ალბათ მერვე საუკუნის იქნება. წაქცევა უნდა, მაგრამ ხელს ორი მორი უშლის, რომლებიც მის გამაგრებას ცდილობენ.

ეს მაჩუბი სხვას არ გავს, ლამაზია, დაბზარული, ნაოჭებიანი, მუქი, ყორნისფერი ქვით აშენებული, თავზეც ლამაზი გვირგვინი ახურავს, ყველასგან განსხავებული.

მენანება...

მრცხვენია და თვალს ვერ ვუსწორებ...

მერე სხვაგან გავიხედავ, ...

თვალში სხვა კოშკი მხვდება, ისიც გაბზარული, მაგრამ, ის თავისთვის დგას, მორიდებულად,

მთვრალი კაცივით. თითქოს ეშინია ჩემსკენ გამოხედვის,უცაბედად რომ არ წაიქცეს...

არავის აწუხებს. არავის აშინებს...

ალბათ ისიც ჩუმად დაინგრევა, ისიც ხმის ამოუღებლად, როგორც ის ტყუპისცალი კოშკი...

მერე აბობოქრდება ბრბო..

იმედი მოეცემათ კოშკებს..

მერე ყველა სახლი წავა...

მერე ყველა გათბება...

მერე თოვლი მოვა...

შესცივდებათ კოშკებს...

თოვლით, ყინვით და ყინულით ამოევსებათ დაბზარული ნაწილები..

მერე უფრო შესცივდებათ, დაწყევლიან ზამთარს...

შეზიზღდებათ უშგული...

უშგული სადაც თორმეტი საუკუნე იცხოვრეს...

მერე მოუნდებათ წასვლა...

მოუნდებათ გაქცევა...

მაგრამ, ვერ ეყოფათ ძალა...

დღეს, განთიადზე ჯერ კოშკებს შევხედე, ჩემი სახლიდან ყველა შევათვალიერე...

ვფიქრობდი,ნეტა რატომ მოიწყინეს ამ აისზე კოშკებმა?

მერე შხარას შევხედე, მერე მთებს...

წუხელის, მთის ფერდობებზე ჩამოუთოვია...

8/09/2017/უშგული/ მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42