ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას ფეისბუქზე - ISFED წინასაარჩევნო ანგარიში
პოლიტიკა - 12:57, 08 Sep, 2017     1157
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო დაკვირვების შუალედური ანგარიში წარადგინა.

ინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში მოიცავს ძირითადად ა/წ 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარება 24 ივლისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

ორგანიზაციის დაკვირვებით საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების 2; ზეწოლა-მუქარის 2; სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 1; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3; დამკვირვებლისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებიის დაკომპლექტება გარკვეული ხარვეზებით წარიმართა 8 საარჩევნო ოლქში. ადგილი ჰქონდა ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგოდ მიმართულ დეზინფორმაციის კამპანიას სოციალური ქსელების მეშვეობით. საყურადღებო იყო საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევები 38 მუნიციპალიტეტში და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევის 5 შემთხვევა.

მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენდა საბიუჯეტო ცვლილებები 40-მდე მუნიციპალიტეტში. 22 აგვისტოდან საარჩევნო კოდექსით იკრძალება ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ინიცირება და შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო, აჭარის ა/რ და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ის გარემოება, რომ არაერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ივნისის თვიდან აქტიურად ხორციელდებოდა, ხოლო სახელმწიფო და თვითმმართველობის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ძირითადი აქტივობები, ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა. აღნიშნული ფაქტები საარჩევნო კოდექსის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საარჩევნო პერიოდში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების გააქტიურება და მათი

დაფინანსების ზრდა მიმართულია არჩევნების წინ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის გასაზრდელად მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მასიური ცვლილებები ადგილობრივ ბიუჯეტებში აჩენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების განცდას და ხელს არ უწყობს არჩევნების წინ თანასწორი გარემოს შექმნას.

წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, კიდევ ერთი შესამჩნევი ტენდენცია იყო სოციალური ქსელით თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგო კამპანია სავარაუდოდ მათი დისკრედიტაციის მიზნით. საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად შეინიშნებოდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გარკვეული გვერდების გააქტიურება, რომელთა მეშვეობითაც თბილისის მერობის სხვადასხვა ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ დასპონსორებული პოსტები ვრცელდებოდა. კანდიდატების განცხადებით, აღნიშნული პოსტები დეზინფორმაციას წარმოადგენს. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, მსგავსი ფორმით წარმოებული კამპანია წინასაარჩევნო აგიტაციაა და უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს.

ორგანიზაციის დაკვირვებით, ხარვეზებით წარიმართა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპექტების პროცესი ცალკეულ ოლქებში. პოლიტიკური პარტიების ნაწილი საუბრობდა ე.წ. „წინასწარი სიების“ არსებობაზე, რომლითაც საოლქო კოიმსიის წევრები იხელმძღვანელებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას. სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, ცალკეულ ოლქებში გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაუმჭვირვალე იყო და რიგ შემთხვევებში კითხვის ნიშნებს აჩენდა. ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიები არ ითვალისწინებდნენ იმ გარემოებას, რომ ცალკეულ კანდიდატებს გასულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინური პასუხისმგებლობები და მათ კვლავ ირჩევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად.

საანგარიშო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების ორივე შემთხვევას სავარაუდო პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა და დაზარალებული პირების გასულ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობას უკავშირდებოდა. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების მონიტორინგის პროცესში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს საქმიანობაში ხელი შეუშალეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა შეურაცხყოფა მიაყენა გრძელვადიან დამკვირვებელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გამო. აღნიშნული ფაქტი ხელს უშლის წინასაარჩევნო პროცესების დაკვირვებას და აკნინებს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობას.

შესამჩნევი იყო უფასო სამედიცინო სერვისების შეთავაზება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რასაც ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს და მათ მედიკამენტები და სამედიცინო აპარატურა უფასოდ გადასცეს. აღნიშნულ შეხვედრებზე არ ხდებოდა აგიტაცია რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, თუმცა მსგავსი აქტივობების წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურება შესაძლოა ასევე გამიზნული იყოს ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

რეკომენდაციები

ადგილობრივ თვითმმართველობებს:

● დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და არ დაუშვან მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო თუ ადამიანური რესურსების გამოყენება პარტიული ინტერესების გასატარებლად;

● არ დაუშვან დასაქმებული პირების პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან

გათავისუფლება;

● არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა სამუშაო საათებში როგორც საჯაროდ ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით.

● ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობას, უზრუნველყონ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების მხრიდან პროფესიული ეთიკის დაცვა;

● საკუთარი საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობისთვის, უზრუნველყონ

საჯარო ინფორმაციის დაბრკოლებების გარეშე გაცემა.

პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს:

● აღკვეთონ ყოველგვარი ძალადობრივი ფორმით ოპონენტებთან დაპირისპირება და უზრუნველყონ საკუთარი წარმომადგენლების, აქტივისტებისა თუ მხარდამჭერების მხრიდან კამპანიური აქტივობების ჩატარება ძალადობის გამოვლინების გარეშე;

● თავი შეიკავონ ოპონენტების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, მათ

შორის ონლაინ სივრცეში, და არ დაუშვან საკუთარი მხარდამჭერებისა თუ მესამე პირების მეშვეობით ოპონენტების წინააღმდეგ სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიის წარმოება;

● კამპანიის წარმოებისას დაიცვან საარჩევნო სუბიექტებისთვის დადგენილი ფინანსური

ანგარიშგების წესები;

● თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისათვის ხელის შეშლისგან.

საოლქო საარჩევნო კომისიებს

გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და საკუთარი საქმიანობისადმი ნდობის ამაღლებისთვის უზრუნველყონ მაქსიმალურად გამჭვირვალე, დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება;

უზრუნველყონ თვითმმართველობისა და სხვა იმ დაწესებულებებისგან დისტანცირება, რაც კანონით არის განსაზღვრული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს

● უზრუნველყოს ეფექტიანი მეთოდოლოგიის შემუშავება სოციალურ ქსელებში წარმოებული კამპანიისას უკანონო შემოწირულობის განხორციელების აღკვეთისთვის.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს

აღკვეთონ ყოველგვარი აქტივობა, რომელიც პარტიის ინტერესებს უკავშირდება, მათ შორის ამომრჩეველთა გამოკითხვა და ანკეტირება.


ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42