პროგრამა დანერგე მომავალის ფარგლებში გაშენებული ბაღიდან პირველი მოსავალი მიიღეს
პოლიტიკა - 12:50, 08 Sep, 2017     1448
შიდა-ქართლის რეგიონში, გორის რაიონში, ოთარ ზარიძემ, „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შიდა-ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, შიდა-ქართლში, გორის რაიონის სოფელ კარბში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, ოთარ ზარიძის ვაშლის ბაღი მოინახულეს და მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრნენ. ოთარ ზარიძე პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 3.99 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 39,900 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 29,988 ლარი ნერგებზე, ხოლო 9,912 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. ოთარ ზარიძემ კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბაღი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 50 ტონა ვაშლს ელოდება. ბაღში 10 ადამიანია დასაქმებული. ბენეფიციარმა ასევე ისარგებლა კიდევ ერთი სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით და შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 175,000 ლარი აიღო, ბაღის მოწყობა/გაფართოებისთვის.

„დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში შიდა-ქართლის რეგიონში სულ 1,169 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 7,703,963 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3,600 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 18,202,307 მილიონ ლარს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42