მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი "საქართველოში ფულზე მოსალაპარაკებლად ჩამოვიდა".
"პოროშენკო არის თავის თავის და ფულის კაცი. საქართველოშიც ალბათ ფულზე მოელაპარაკა ივანიშვილს, ამაში იყო ჩვენში ფუნდამენტური განსხვავება, ერთი კაპიკი არ წამიღია და კოსტიუმებს მედავებიან. პოროშენკო არის როგორც ივანიშვილი, რომელსაც თავის საკუთრებად მიაჩნია ქვეყანა. ამათ უნდათ რომ გახადონ ხალხს. ჩემი დანიშნულება სულ სხვა რამეშია"- განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ის მოიტაცონ".
"ისინი შეეცდებიან ჩემს მოტაცებას, ჩატენვას, დაპატიმრებას და საბოლოო ჯამში განადგურებას, მაგრამ მე არ დავიხევ უკან. არ მაქვს უკან დასახევი, ვიცავ ჩემს პრინციპებს. თუ ქართველები მზად არიან დაუშვან მათი ხელით ქართული სახელმწიფოს შემქმნელის განადგურება რუსეთის დაკვეთით, ამასაც მივიღებ"- განმარტა მან.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ძალიან სწრაფად დაასრულებს კარიერას.
"პოროშენკო დაასრულებს სწრაფად და მალე მაგრამ ჩემი მიზანია, ჩვენი ხალხები გამოვიდნენ ამ წუმპიდან. ჩვენ გადავლახავთ ამას. თუ ამას სჭირდება ჩემი მსხვერპლის გაღება მზად, ვარ, უკან არ დავიხევ, მე მტრისთვის ზურგი არ შემიქცევია ომის დროს. მტერი ჩემს უკან დახევას ვერ ნახავს, ვერც პუტინი და ვერ მასთან ერთად მოქმედი ადგილობრივი ოლიგარქები. ჩვენ ქვეყნები გაიმარჯვებენ და იმედია მე ამას მოვესწრები. მე გვერდზე არ გავიწევი. გვერდზე გაწევა ახლა იქნება ჩემი მხრიდან სიმხდალე და დანაშაული. მოემზადეთ კარგად, ძალა მაინც ჩემს მხარეზეა, დანარჩენს ვნახავთ უახლოეს კვირებში და თვეებში"- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






