საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არსებულ ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბრობს და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას წუმპეს უწოდებს.
"არჩევანში" ჩართვისას სააკაშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინაში გაგზავნილ ექსტრადირების საკითხსაც შეეხო.
"იგივე პროკურატურას უკრაინის პროკურატურამ გაუგზავნა 9 გვერდიანი წერილი სადაც იყო დასაბუთებული რატომ არ ახდენდნენ ჩემ ექსტრადირებას. მე ვარ ახლა ევროპის ცენტრში. რატომ არავინ არ აღიარებს ჩემს ბრალდებას? სიტუაცია არის შემდეგი, როცა პოროშენკო იყრიდა კენჭს პრეზიდენტად მან თქვა, ჩემთვის არის ორი მისაბაძი მაგალითი სინგაპური და სააკაშვილის რეფორმები. მისთვის იყო უზარმაზარი მიღწევა რომ მე დავთანხმდი წავსულიყავი ამ რეგიონში. შეიცვალა ის, რომ ისინი ასცდნენ გზას. დაიწყო რეფორმები, და ამ ყველაფრის ფონზე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტმა არ უნდა მოიპაროს ფული, ხელი ჩაყოს მისმა გარემოცვამ ხაზინაში. ჩვენ რომ საქართველოში რეფორმებს ვატარებდით არავის არ ვაძლევდით ფულის მოპარვის საშუალებას და პოროშენკოს ეს არ მოეწონა, დაახლოებით შევარდნაძესავით, რომ ეს ლამაზი ფასადი იქნებოდა როცა ახალგაზრდა რეფორმატორები მოგვიწვია, მაგრამ თარგამაძე და ჩხარტიშვილი გააკეთებდნენ ფულს. ჩვენ ჩავაჩოჩეთ შევარდნაძე და საქართველო ამოვათრიეთ წუპედან. უკრაინა არის წუმპეში. მე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ მაქვს პრეტენზია რომ უკრაინაში, უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში ახალი თაობის პოლიტიკოსები. უკრაინაში რომ იმის მეათედი გაკეთდეს რაც საქართველოში იქნება დიდი განვითარება, პოროშენკოს ამის ეშინია. ხალხმა თუ დაინახა გაუმჯობესება, ვიღა დაიჯერებს ოლიგარქებისას"- თქვა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






