„ის, რომ ერთმანეთს აბრალებენ უკრაინის ოლიგარქატის წარმომადგენლები და ქართული ოლიგარქიის მონები ჩემს საკითხს, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რაღაცას, ორივე იტყუება. ორივე არიან ჩვეულებრივი ცრუპენტელები, ჩვეულებრივი ნაძირლები, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან. ორივე ასრულებს პუტინის დაკვეთას, ორივეგან მოჩანს პუტინის ყურები. მართლა ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილი დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა. სადაც საუბრის თემა 10 სექტემბრისთვის მიხეილ სააკაშვილის გეგმებს შეეხებოდა.
პოლონელი ევროდეპუტატი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეუშვებს საზღვარზე მიხეილ სააკაშვილს. ევროპარლამენტარი შესაძლოა, 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს გაჰყვეს პოლონეთიდან და დააკვირდეს მოვლენების განვითარებას.
„დემოკრატიული წესების თანახმად კი, ჭეშმარიტი და კანონიერი მიზეზის გარეშე პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არავის აქვს. ასე, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა შეუშვან უკრაინაში და მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გადაწყვეტილებაც გააუქმონ,“ - აცხადებს იაცეკ სარიუშ-ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






