სააკაშვილის წინააღმდეგ ორი ქვეყნის ხელისუფლებების გააქტიურება - "ქართული მხარე ამ პროცესში აგებს"
პოლიტიკა - 18:43, 07 Sep, 2017     1997
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ნიკოლა ნიდილკოვი აცხადებს, რომ ქართული მხარე, სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის პროცესში აგებს.

უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორი ქვეყნის ხელისუფლებების გააქტიურებას, 10 სექტემბრით გამოწვეულ შიშს უკავშირებენ, როცა პოლიტიკოსი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.

„თუ ქართული მხარე ამბობს რომ ისინი არ არიან ინიციატორები მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში ექსტრადიციის, ეს ნიშნავს, რომ ქართული მხარე ამ პროცესში აგებს, მათ კარგად ესმით, რომ ეს უკანონოა და ამ გზით ცდილობენ, მოიხსნან როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ რატომ მიდის ქართული მხარე ასეთ ნაბიჯზე? ეს არის რუსეთის გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე იმ მიზნით, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება საერთაშორისო პოლიტიკური ასპარეზიდან და შესუსტდეს მისი გავლენა უკრაინის როგორც საშინაო, ისე საგარეო გავლენაზე.

უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების ახლა გააქტიურება იმის შედეგია, რომ მოხდა გაცნობიერება იმის, რომ 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება, გარდაუვალია. ამის გამო, სიჩქარეში მათ გადაწყვიტეს მანიპულაცია დოკუმენტებით,“ - განაცხადა ნიკოლა ნიდილკოვმა.

მიხეილ სააკაშვილის მოძრაობა РУХ-ის იურისტი, პაველ ბოგომაზოვი აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც უკრაინიდან საქართველოში უნდა მოხდეს მოქალაქის ექსტრადირება, ამის შესახებ მოთხოვნა საქართველოდან უნდა მოდიოდეს და არა უკრაინის მხრიდან.

„კოდექსის თანახმად, ინიციატივა უკრაინიდან საქართველოში პირის ექსტრადირებაზე უნდა მოდიოდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს მოთხოვნა არ უნდა იყოს მოგონილი და უნდა იყოს გამყარებული არგუმენტებით,“ - აცხადებს პაველ ბოგომაზოვი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42