ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა
პოლიტიკა - 16:34, 07 Sep, 2017     947

დავით ღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია გაიმართა. ფიცის მიღების შემდეგ, სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84 და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 6 მსმენელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცეს. მათ ახალგაზრდებს წარმატებები, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვეს და რთულ, გამოწვევებით სავსე ეპოქაში ყურადღება განათლებული ოფიცრის როლზე გაამახვილეს. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. პირად შემადგენლობას სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემაც მიმართეს. კურსდამთავრებულები გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ დალოცა. დღესვე მათ დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

დღეიდან აკადემიის კურსდამთავრებულებს ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ. კურსის დასრულების შემდეგ, ბაკალავრიატის სტუდენტებმა შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიიღეს, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულები პროგრამის გავლით, ოფიცრის საწყის სამხედრო განათლებას დაეუფლნენ.

კურსდამთავრებული ლეიტენენტები მომავალში სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით, ოფიცრის ძირითად კურსებს გაივლიან. მოგვიანებით კი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობებზე გადანაწილდებიან. უმცროსი ოფიცრები შეიარაღებულ ძალებში სამხედრო კარიერის გაგრძელების მიზნით, ოფიცრის სხვადასხვა საკარიერო კურსს ეტაპობრივად გაივლიან.

ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42