პრემია-დანამატების სკანდალი - ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ მთავარი პროკურორი ანაზღაურებას იმსახურებს
პოლიტიკა - 15:12, 07 Sep, 2017     2765
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძისა და და მისი მოადგილეების პრემია-დანამატებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მთავრობის წევრები ეხმაურებიან.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკითხის კომენტირებისას ამბობს, რომ შოთაძე ამ ანაზღაურებას იმსახურებს. მისივე თქმით, მთავარ პროკურორს იგივე რაოდენობის სახელფასო ანაზღაურება აქვს, რაც მის წინამორბედებს, მათ შორის მურთაზ ზოდელავას ჰქონდა.

„ფაქტი არის შემდეგი, რომ ირაკლი შოთაძის და მისი მოადგილეების თვიური ანაზღაურება არის ზედმიწევნით იგივე, რაც იყო ბატონი ზოდელავასი. ეს შრომის ანაზღაურება შოთაძის შემთხვევაში არ გაზრდილა და მე ვსვამ კითხვას, იმსახურებს თუ არა ბატონი შოთაძე ჰქონდეს მისი საქმიანობიდან გამომდინარე შრომის იგივე ანაზღაურება, რაც ჰქონდა ბატონ ზოდელავას, რომლის დროსაც პროკურორი იყო იარაღი ჩვენი მოქალაქეების გაუბედურებისა, ჩაგვრისა და მოსამართლეებზე ზეწოლისა.

ჩემი პასუხია ამავე კითხვაზე, რომ იგივე ანაზღაურებას რაც ჰქონდა ბატონ ზოდელავას ბატონი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

სკანდალურ საკითხზე სოზარ სუბარი ამბობს, რომ პროკურატურის თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური შემოსავალი.

“პროკურატურა არის ის ორგანო, სადაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და ძალიან კვალიფიციური საქმიანობა აქვთ გასაწევი და შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ რომ ჰქონდეთ ადეკვატური შემოსავლი, ეს არის ყველაზე სწორი გამოსავალი. სამწუხაროდ, დღევანდელი კანონით ეს არ არის მოწესრიგებული სახელფასო ნუსხა როგორი იყოს, მაგრამ 2018 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის ახალი კანონი, რომლითაც დარეგულირდება ეს საკითხი. ხელფასს დაერქმევა ხელფასი და დანამატი იქნება თუ პრემია, იმას დაერქმევა შესაბამისი სახელი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პრემია-დანამატებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ბიუჯეტში პრემია-დანამატებისთვისგარკვეული თანხები ჩადებულია, თუმცა თანხა შარშანდელთან შედარებით 60 მლნ. ლარით ნაკლებია. ქუმსიშვილის თქმით, ინფორმაცია მინისტრების ანაზღაურებაზე ღია და გახსნილია.

„ირაკლი შოთაძის დეკლარაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, ინფორმაცია აბსოლუტურად ღია და გახსნილია. თვითონ აქვს შევსებული ეს დეკლარაცია და აქ დასამალი არაფერი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ბიუჯეტში თავიდანვე ჩადებულია გარკვეული თანხები იმისათვის, რომ პრემია და დანამატი გაიცეს. თუმცა ამ წუთის მდგომარეობით, შარშანდელთან შედარებით 60 მლნ. ლარით ნაკლები გაცემული მთლიანად ანაზღაურების ფონდი,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურორმა პრემია-დანამატები 18-ჯერ, მოადგილეებმა კი 21-ჯერ მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42