საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე - იუსტიციი მინისტრი თეა წულუკიანი აღნიშნულ საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ კითხვაზე, რჩებოდა თუ არა ძალაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა, ქართული მხარისგან დადებითი პასუხი მიიღო:
"უკრაინულმა მხარემ მოგვმართა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, რომ ის 2014-2015 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომელიც მათ მიიღეს თავის დროზე, იყო თუ არა დღეს ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, დიახ, ის მოთხოვნები არის დღესაც ძალაში. კიდევ ერთხელ თავის დაზღვევის მიზნით, გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი. შესაბამისად, უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული. რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ სამართლებრივი ინტერესი კვლავ ძალაშია, უკრაინაში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები.
ბევრჯერ მითქვამს, რომ პოლიტიკოსობა არ არის იმუნიტეტი და თუკი რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი ჩადის ისეთ ფაქტებს, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი იქნება, თუ წინა ხელისუფლების, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე", - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






