გიორგი მარგველაშვილი გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
პოლიტიკა - 13:53, 07 Sep, 2017     1243
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა გამოშვების ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ფიცი თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84-მა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 6 კურსდამთავრებულმა დადო.

კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ბაკალავრიატის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა მიულოცეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო დაღუპულ გმირთა ხსნოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს სამშობლოს სამსახურისათვის. ,,როდესაც იცავთ ჩვენს სახელმწიფოს, თქვენ აბსტრაქტულ ღირებულებებს არ იცავთ. თქვენ იცავთ ამ ადამიანებს, რომლებმაც თქვენში დაინახეს მტრისგან დამცველი. თქვენს ხარჯზე და თქვენს იმედზე აშენებენ მომავალ საქართველოს”,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო, გუშინ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მომხდარ თავდასხმას.

,,ჩვენო თანამებრძოლებო, გუშინ ჩვენ მოგვაყენეს დარტყმა - მტერმა დაჭრა ჩვენი სამი თანამებრძოლი ავღანეთში. ამ ამბის გაგების პირველივე წუთებიდან ჩვენ ვფიქრობთ მათ ჯანმრთელობაზე.

განსაკუთრებით ჩვენ ვლოცულობთ ივერი ბუაძის ჯანმრთელობაზე და მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გუშინდელი და დღევანდელი დღე არის შეჯამება იმ ცხოვრებისა, რომელსაც გადის საქართველოს ჯარისკაცი და იმ ვალდებულებისა, რაც თქვენ ცოტა ხნის წინ აიღეთ ქართველი ხალხის წინაშე - დაიცვათ ჩვენი სამშობლო, დაიცვათ ჩვენი ინტერესები;

ამ მძიმე წუთებში, როდესაც ჩვენ განვიცდით ჩვენი თანამებრძოლთა ჯანმრთელობას, როდესაც ჩვენ ვლოცულობთ მათ გამოჯანმრთელობაზე, ბუნებრივია, ჩვენ ვუბრუნდებით ყველაზე მნიშვნელოვანს - რატომ ვდგავართ ჩვენ აქ და რატომ ვიღებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც აი ამ რთულ ვითარებაში ჩვენს მოღვაწეობას, ჩვენს შრომას და ჩვენს ჯანმრთელობას და საუბედუროდ, ხშირად სიცოცხლესაც მოითხოვს?

როგორც ოფიცრებს, თქვენ კარგად გესმით ის სრთული ვითარება, რომელშიც იმყოფება ჩვენი სამშობლო და ის გლობალური სირთულე, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ალბათ არ გვეგონა, რომ ამდენი ცხელი წერტილი იქნებოდა მსოფლიოში და ამდენი გამოწვევა ექნებოდა კაცობრიობას, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამდენ სირთულეს, გამოწვევას, კიდევ უფრო კარგად უნდა გავიაზროთ და დავუბრუნდეთ იმ სიმართლეს, რომლის მხარესაც ჩვენ ვდგავართ.

თქვენ არა მხოლოდ თქვენი პროფესიონალიზმი, თანამებრძოლთა და პარტნიორთა მხარდაჭერა გიმაგრებთ ზურგს, არამედ ისც, რომ თქვენ ხართ სიმართლის მხარეს.

ერთ მხარეს არის საქართველოს და მისი მეგობრები და მეორე მხარეს არიან ძალები, რომელთათვის მისაღებია სხვა ადამიანის ჩაგვრა, განადგურება, დამცირება, რომელთათვისაც მისაღებია გლობალური დესტაბილიზაცია.

ერთ მხარეს ხართ თქვენ, რომლებიც იცავთ ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას და მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ შეიძლება ერთმა ქვეყანამ მეორე დაიპყროს, მისი მოსახლეობა გაანადგუროს, დაჩაგროს და მიწასთან გაასწოროს.

ეს სიმართლე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც თქვენ გაქვთ. ამ სიმართლით ჩვენ გავიმარჯვებთ ყველა იმ წერტილში, სადაც საქართველომ ძალიან ამაყად აღმართა თავისი დროშა.

მადლობა იმ არჩევანისთვის, რომელიც თქვენ გააკეთეთ. მადლობა იმისთვის, რომ გადაწყვიტეთ ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს ყველაზე რთულ სფეროში. ღმერთი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და საქართველოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს!” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ფიცის დადების ცერემონიას პოლიტიკურ მდივანთან ფიქრია ჩიხრაძესთან და საპარლამენტო მდივანთან ერთად ანა დოლიძესთან ერთად ესწრებოდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42