პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოქმედი მორატორიუმის პირობების გადახედვაზე მსჯელობას იწყებს
პოლიტიკა - 12:44, 07 Sep, 2017     813
საქართველოს პარლამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოქმედი მორატორიუმის პირობების გადახედვას იწყებს.

პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა ბესელიას, ივლიანე წულაიასა და ვანო ზარდიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ეხება კანონპროექტებს „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე.

წარმოდგენილი ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მთავრობამ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იხელმძღვანელოს.

ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, იურიდიული კომიტეტის სხდომას წინ უძღოდა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც წინადადებები გამოითქვა, მათგან რამდენიმე კანონპროექტების ავტორებმა გაითვალისწინეს. მათ შორის იყო მოსაზრება, რომ კომერციულ ბანკებს გათანაბრებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც.

ამასთანავე უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც მიწაზე საკუთრების უფლება მორატორიუმამდე მოიპოვეს, შესაძლოა საკუთრების განკარგვის უფლება მიეცეთ.

კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42